Home » მთავარი » გაერთიანებული ოპოზიცია განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავს

გაერთიანებული ოპოზიცია განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავს

გაერთიანებული ოპოზიცია 2016 წლის 11 ივლისს 11 საათზე იურისტთა საერთაშორისო სახლი სტუდენტებთან ერთად მართავს აქციას განათლების და მეცნიერების სამინისტროს წინ. სადაც აციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ -ში 2016 წლის 17 მაისს განხორციელებულ ცვლილებებს და მოითხოვენ განათლების და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრას აღნიშნული პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებისათვის.

-“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, უფლება დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შემოგვიერთდნენ აქციაზე და დაიცვან საქართველოს მოქალაქე სტუდენტების უფლებები, ასევე მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს ის სტუდენტები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხოთ და მათ არ ეძლევათ სწავლის გაგძელების უფლება საქართველოში”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...