You are here
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაზე რუსეთის რეზოლუცია არ მიიღო მთავარი სამხედრო საქმე უცხოეთი ყველა სიახლე 

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაზე რუსეთის რეზოლუცია არ მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის  რეზოლუცია, რომელიც სირიაში სარაკეტო იერიშს გმობდა და არაბული ქვეყნის მიმართ აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, არ მიიღო.

უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის ინიციატივით საგანგებოდ გაიმართა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა რუსეთმა, ჩინეთმა და ბოლივიამ, რვა წევრი ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა და კიდევ ოთხმა თავი შეიკავა.

14 აპრილს, გამთენიისას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

მთავარ სამიზნეებად იქცა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დამასკოში, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ქიმიური იარაღის შექმნასთან, ასევე ორი საწყობი პროვინცია ჰომსში.

BBC-ის ცნობით, მოკავშირეების იერიში სირიაში რუსეთის პოზიციებს არ შეხებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ავიერიში დადებითად შეაფასა და “მისია შესრულებულად” გამოაცხადა.

 

Comments

comments

Related posts