Home » უცხოეთი » გაერო-ს ბავშვთა ფონდი – იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება

გაერო-ს ბავშვთა ფონდი – იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება

იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების რეაგირების 3.4 მილიარდიანი გეგმა მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარით არის დაფინანსებული.

გაერო-ს ინფორმაციით, იემენში 400 000-ზე მეტ ბავშვს ემუქრება შიმშილი და მკურნალობის გარეშე შესაძლოა, დაიღუპოს. ეს იემენში შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ომი დაიწყო.

x

Check Also

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. „წინასწარი ...