Home » მთავარი » ” გავიხსენეთ 2012 წლამდე მომხდარი თემები, იყო საუბარი ოთხოზორიას საქმეზეც“

” გავიხსენეთ 2012 წლამდე მომხდარი თემები, იყო საუბარი ოთხოზორიას საქმეზეც“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს წლიური ანგარიში გააცნო.

,,დღეს დეპუტატებმა ბევრი კითხვა დასვეს. ვეცადე მათზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც მაძლევდა „კანონი კონტრდაზვერვის შესახებ“. საუბარი იყო ისეთ თემებზე, რომელსაც ღია სხდომაზე ვერ განვიხილავდით. გავიხსენეთ 2012 წლამდე მომხდარი თემები. იყო საუბარი ოთხოზორიას საქმეზეც“ – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

საბოლოოდ კენჭისყრაზე პარლამენტმა ანგარიში 93 ხმით ერთის წინააღმდეგ ცნობად მიიღო.

Facebook Comments
x

Check Also

ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს

ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ...