Home » ექსკლუზივი » გაიცანით ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“! (სპექტაკლი)

გაიცანით ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“! (სპექტაკლი)

მაჩაბელას ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე სხვა დასებთან ერთად მონაწილეობდა ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“, რომელმაც GeoMediaTV-ს ყურადღება მიიქცია და საზეიმოდ დახურვის ცერემონიაზე პატარა, სამახსოვრო პრიზთან ერთად სააგენტომ დასს ერთთვიანი უფასო სარეკლამო დრო აჩუქა. ამ ერთი თვის განმავლობაში ფართო საზოგადოებას გავაცნობ თეატრალური კოლექტივის ცხოვრებას,ისტორიას, ხელმძღვანელს და პატარა მსახიობებს.

მაშ ასე, გაიცანით თეატრალური განყოფილება და საბავშვო თეატრი „არგო“!

„არგო“ ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში 1990 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელი დაარსების დღიდან დღემდე გუჯა ქარაია გახლავთ.

საბავშვო თეატრი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის დიპლომანტი და გრანპრის მფლობელია.

„არგოს“ გვერდით უდგას ფოთის კულტურის სამსახური, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და ადგილობრივი მთავრობა.

იქამდე, სანამ უფრო ახლოს გაგაცნობთ მსახიობებსა და დასის ხელმძღვანელს, წარმოგიდგენთ სპექტაკლს „კონკია“

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ...