Home » ემიგრანტები » გაიცანით! 12 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც არაერთხელ ასახელა საქართველო საზღვარგარეთ

გაიცანით! 12 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც არაერთხელ ასახელა საქართველო საზღვარგარეთ

ქართველი გოგონა თათია დარსალია სამშობლოდან შორს, შვედეთში, ქალაქ ლუნდში 2004 წელს დაიბადა. ის ჯერ 12 წლისაა, მაგრამ უკვე ამაყობს ქართველობით და ცდილობს საქართველოს სახელი ყველგან გაიტანოს და ასახელოს.

თათია 2010 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს სტოკჰოლმში,  დადის ადოლფ ფრედრიკის სახელობის საშუალო მუსიკალურ სკოლაში, რომელიც საუკეთესო და უნიკალურია მთელი შვედეთის მასშაბით. ძალიან უყვარს ცეკვა და სიმღერა. 5 წლიდან ეუფლება კლასიკური ბალეტის ხელოვნებას და ამჟამად დადის სტოკჰოლმის ბალეტის აკადემიაში.

ფიზიკურად ლამაზი გოგონა მაშინვე იპყრობს ყველას ყურადღებას მერე კი მის მიღწევებს რომ იგებენ, ორმაგად ინტერესდებიან თათიას ცხოვრებით და ისიც ყველას უყვება საქართველოს შესახებ. თათიამ უკვე ორჯერ გაიმარჯვა ოპერის შესარჩევ კონკურსში და ბავშვთა გუნდთან ერთად იმღერა შვედეთის სამეფო ოპერაში ისეთ ცნობილ პიესებში როგორიცაა ტურანდოტი და პარსიფალი.

თათია გატაცებულია კითხვით და ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას. ქართული საელჩოს ხელშეწყობით, თათიას მიეცა შესაძლებლობა ევლო სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოსთან არსებულ საკვირაო სკოლაში (ხელმძღვანელი ანუკი სტურუა), რამაც გაუმარტივა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის საფუძვლების შესწავლა.

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ თათიას და გვინდა მისი სახელი საქართველოშიც ყველამ იცოდეს. გვინდა ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული პატარა ემიგრანტები სამშობლოს დაბრუნებოდნენ და მრავალჯერ ესახელებინოთ საქართველო.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გია ვოლსკი შალვა ნათელაშვილს ეხმაურება

მარიამ ახალკაცი შალვა ნათელაშვილის ნათქვამი] მეგონა, რომ ძველი ჩანაწერი იყო… აი, რო ამოიღო “ბიძინა ივანიშვილი” ...