Home » მთავარი » გამოიღვიძეთ! უნდა იფეთქოს ჩვენმა პროტესტმა! ვისაც მიწია გაყიდვა გადაუწყვეტია, ის არის მოღალატე!

გამოიღვიძეთ! უნდა იფეთქოს ჩვენმა პროტესტმა! ვისაც მიწია გაყიდვა გადაუწყვეტია, ის არის მოღალატე!

მიხეილ ცილიკიშვილი

აფხაზეთის ომის ვეტერანი, ტამიშის ბრძოლის მონაწილე, პოლიტპატიმარი.

-მონებივით ექცევიან მონებს,რადგან მონებს წინააღმდეგობის უნარი დაკარგული აქვთ.

ქართულ მიწას ყიდიან, გვატყუებენ,დაგვცინიან,აბუჩად გვიგდებენ.4 წელში მილიონერებად იქცნენ,ვინც მილიონერი იყო მილიარდელად გადაიქცა,ჩვენ გაგვაღარიბეს,საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობთ,ზოგი ჩვენთაგანი შიმშილობს,ახალი მილიონერები ხელისუფლებიდან კი დაგვცინიან.

ერთადერთი სიმდიდრე ჩვენი წინაპრების სისხლით დაცული ქართული მიწაა და იმასაც გვართმევენ,ბოლომდე განადგურება უნდათ.მათ გონიათ რომ მათი მონები ვართ,მათ გონიათ რომ წინააღმდეგობის უნარიც დაკარგული გვაქვს,მათ თავიანთი შვილების ყმებად მიაჩნიათ ჩვენი შვილები, ამიტომ უეცრად უნდა ავფეთქდეთ,ვულკანივით უნდა იფეთქოს ჩვენმა პროტესტმა,უნდა წავლეკოთ გაზულუქებული მდიდრების და ქართული მიწის გამყიდველთა ხროვა,დიახ ხროვა,რადგან ვისაც ჩვენი მამულის გაყიდვა გადაუწყვეტია, ის არის ხროვა და მოღალატე.უფალი გვფარავდეს!!! გამოიღვიძეთ

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...