Home » მთავარი » გამორჩეული ნიჭი, რომელმაც თიკო სანიკიძე მსოფლიოს გააცნო

გამორჩეული ნიჭი, რომელმაც თიკო სანიკიძე მსოფლიოს გააცნო

დღეს გვინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა შემოქმედი ნიჭიერი ქართველი  მხატვარი-ჰიპერრეალისტი თიკო სანიკიძე.

თიკო განათლებით არქიტექტორია . მისი ძირითადი სპეციალობაა ინტერიერების დიზაინების შექმნა. თუმცა ბავშვობიდან ხატავს და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, არასოდეს ივიწყებდა  ხატვას.

სანიკიძის შემოქმედება მრავალფეროვანია: ის ქმის როგორც გრაფიკულ ნახატებს, ასევე  გატაცებით მუშაობს ფერწერულ ტილოებზე როგორც აკვარეელში ასევე ზეთში. ბოლო წლებია განსაკუთრებით გატაცებულია გრაფიკული ნამუშევრების შექმნით-მისი ინტერესის სფერო ჰიპერრეალიზმია. როგორც თვითონ ამბობს ეს მიმართულება ზუსტად ეხმიანება მის ხასიათს, ამ ჟანრის ნახატების საშუალებით გადმოსცემს  თავის ემოციას: განცდას თუ სიხარულს, ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობს.

მხატვარი არ არის შემოფაგლული ერთი თემით: ხატავს ყველაფერს კლასიკური ნატურმორტიდან და პორტრეტებიდან პეიზაჟამდე. ნამუშევრები დეტალიზაციის უმაღლესი დონით გამოირჩევა . მნახველი გაოცებას ვერ მალავს იმდენად გავს ნახატი ფოტოაპარატით დაფიქსირებულ კადრს. ამასთან დაკავშირებით  თიკო ღიმილით იხსენებს ბაქოს გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებეს, რომელიც ლუპით შეიარაღებული აკვირდებოდა მის ნახატებს .

ასეთი ნახატის შექმნას გამორჩეული ნიჭი და თავდაუზოგავი შრომა ჭირდება. ხშირად შემოქმედი ასობით საათს ანდოებს ერთი ნახატის შექმნას.მაგრამ შედეგი მართლაც განსაცვიფრებელია. მხატვარი უბრალო ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის-იქმნება იმ სამყაროს ილუზია, რომელშიც ცხოვრობს. ყველას როდი შეუძლია ასეთი სიზუსტით გადმოსცეს რეალობა, ეს გამორჩეულთა ხვედრია. თიკოს პორტრეტები ცოცხალი და მეტყველია. მათში იგრძნობა სული და სიცოცხლის სიყვარული. ეს ყველაფერი ხელოვნების ინდივიდუალურობაზე მეტყველებს.

ექსტრაორდინალური მხატვრის შემოქმედებით დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. თიკო წლების განმავლობაში წარმატებით მონაწილეობს სხვა და სხვა საერთაშორისო გამოფენებში: აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, თურქეთში, იტალიასა და აშშ-ში.

ამჟამად მის ნამუშევრებს ნიუ იორკის საგამოფენო დარბაზები მასპინძლობენ: ნოემბერში ჩატარდა გამოფენა Agora-გალერეაში, დეკემბერში- საქართველოს საელჩოში  და კულტურის ცენტრში. სამივე გამოფენა ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. თიკოს შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც  სპეციალისტების( ხელოვნებათმცოდნეებისა და ექსპერტების),ასევე  დამთვალიარებლების. შედეგად თიკო სანიკიძის შემოქმედებით დაინტერესდნენ სხვა გალერეებიც ( მათ შორის არიზონაში და ლონდონში) და თანამედროვე ხელოვნების პრესტიჟული ამერიკული ჟურნალები და გამოცემები. მისი ნახატები ამშვენებენ ელიტურ არტკატალოგებს და ამერიკულ ჟურნალებს :“ IT’S A WILD WORLD „და„ART ARENA“.

ვფიქრობთ, თიკო სანიკიძე არის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, რომელმაც დაიმკვიდრა თავი უნიკალური ნამუშევრებით . იგი მომავალშიც არა ერთხელ გაგვახარებს თავსი წარატებებით.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...