Home » ბლოგი » გამოძიების ერთიანი სტრუქტურა – ყველა ძალოვან უწყებას გამოეყოს საგამოძიებო ფუნქციები

გამოძიების ერთიანი სტრუქტურა – ყველა ძალოვან უწყებას გამოეყოს საგამოძიებო ფუნქციები

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

ბრექსიტის შემდეგ მეორე დიდი ტერაქტია ლონდონში, რომელსაც ადგილობრივი, ანუ არამიგრანტი აწყობს. ტერაქტის შედეგად 4 დაღუპულია, 20 კი დაშავებული.

უკვე საუბრობენ ამ გადაწყვეტილების სისწორეზე და კიდევ ერთი რამ, რაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი.

მოსადისგან (ისრაელი), ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (აშშ) და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისგან (რფ) განსხვავებით, დიფი ბრიტანეთის სპეცსამსახურები გადავიდნენ კონტროლის მხოლოდ ელექტრონულ მეთოდებზე, ანუ ადამიანის ფაქტორის ჩაურევლად.

დარგის ექსპერტები საუბრობენ ამ მიდგომის სუსტ მხარეებზე. ზემოთ ჩამოთვლილი სპეცსამსახურების ეფექტიანობის ფაქტორად უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით სწორედ ადამიანის ჩარევას ასახელებენ. ადამიანის ჩარევაში იგულისხმება ოპერატიული ინფორმაციის შეგროვება, თვალთვალი, საეჭვო ჯგუფებში ჩანერგვა, შეგროვილი ინფორმაციის ანალიზი. ელექტრონული კონტროლი კი ოპერატიულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გაცილებით ეფექტიანია.

ჩვენთან ეს თემა ისევ აქტუალურია. იქნებ მსოფლიო გამოცდილება გავიზიაროთ ამ სფეროში და მერე ვაკეთოთ ხმაურიანი გადაწყვეტილებები. რა ვიცი, ჩხირს არ ვატრიალებთ ევროპელი კოლეგების რჩევეჰის გარეშე და ამ სფეროშიც გაგვევლო კონსულტაციები. თუ იმის იმედი გაქვთ, რომ ტერაქტი უშუალოდ თქვენ არ შეგეხებათ, ჩვენს მოქალაქეებს ხომ შეიძლება შეეხოს?

ამ საკითხის სრულყოფილად დასარეგულირებლად საჭიროა (მეორედ ვწერ) შეიქმნას გამოძიების ერთიანი სტრუქტურა, ანუ ყველა ძალოვან უწყებას გამოეყოს საგამოძიებო ფუნქციები. ამ მოდელს უამრავი პლიუსი ექნება. რა თქმა უნდა რეფორმის მომზადებას დასჭირდება რამდენიმე წელი საკანონმდებლო უზრუნველყოფიდან დაწყებული ორგანიზაციული საკითხებით დამთავრებული. სამაგიეროდ მივიღებთ გამართულ სისტემას.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...