Home » მთავარი » განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა

განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა

   1000 ლარი მასწავლებლებს თავისუფალი გაკვეთილის ჩატარებისთვის.

   განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებისთვის თავისუფალი გაკვეთილების ჩასატარებალად მცირე გრანტების გაცემა იგეგმება.

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ “ლიბერალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სკოლებისთვის თავისუფალი გაკვეთილების ჩასატარებალად მცირე გრანტების გაცემის პროექტის დაწყებისთანავე პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში “თავისუფალი გაკვეთილების” ჩატარების შესახებ სამინისტროში შეიტანონ საგრანტო განაცხადი და მიიღონ დაფინანსება, რომელიც მინისტრის თქმით 3000 ლარით იქნება განსაზღვრული.

ჯეჯელავას თქმით, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში 3000 ლარიდან 1000 ლარს სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს, 1000 ლარს – პედაგოგი, 1000 ლარი კი, პროექტისთვის საჭირო ხარჯებს დაფარავს.

მინისტრის თქმით, შეიქმნება კომისია, რომელიც საკონკურსო განცხადებებს განიხილავს. კომისია მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით არ იქნება დაკომპლექტებული.

მინისტრის თქმით, თავისუფალ გაკვეთილს ბავშვი სურვილის მიხედვით დაესწრება. მოსწავლეები არ ისხდებიან ფორმალურად, არ დაიწერება ნიშნები, არ მიეცემა საშინაო დავალებებიც.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ...