Home » მთავარი » „განა ამის გამო არ აკრიტიკებდა იგივე “ოცნება” სააკაშვილს?”

„განა ამის გამო არ აკრიტიკებდა იგივე “ოცნება” სააკაშვილს?”

„2017 წლის 20 მაისს, “Aerosmith”-ის კონცერტის გამართვა “ბლექ სი არენაზე” საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება!!!“ – ზვიად ტომარაძის ამ სტატუსს უკვე უამრავი კომენტარი მოჰყვა. მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი აღშფოთებით და ალბათ უფრო გაბრაზებით ამბობს, რომ „ბიუჯეტს შესეული ვირთხები ხალხზე არ ფიქრობენ“.

-„ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სურვილი აქვს აგვაჯანყოს და გადავაგდოთ, მაგრამ მათდა გასაკვირად კაციშვილი ხმას არ იღებს…“-და ასეთი უამრავი.

ჩვენ ზვიად ტომარაძეს დავუკავშირდით.

-ბატონო ზვიად, პირადად თქვენი აზრი როგორია, ეთანხმებით  იმ უამრავი კომენტარის ავტორებს, რაც თქვენს სტატუსს მოჰყვა?

– ისეთი ღატაკი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყოვლად გაუმართლებელია ბიუჯეტიდან ასეთი თანხების ტაშფანდურში გადაყრა. განა ამის გამო არ აკრიტიკებდა იგივე ოცნება სააკაშვილს?

-ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, არაერთი კონცერტის დროს გამოითქვა უკმაყოფილება, მაგრამ ბილეტების ყიდვაც შეძლეს მსურველებმა და კონცერტებმაც ანშლაგით ჩაიარა, თუმცა იყო შემთხვევები, რომ ბილეთის ყიდვის გამო დაგირავებული ნივთი ან არებული სესხი დღესაც ვალად აქვთ. ე.ი. საზოგადოების ეს ნაწილი არც ახლა იქნება წინააღმდეგი.

-ყველა გაჭირვებულ ქვეყანაში მოიძებნება რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც შეიძენს ძვირადღირებულ ბილეთს და კონცერტს დაესწრება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს!

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...