Home » მთავარი » „განსაკუთრებით მძაფრი შეკითხვები ეკონომიკური გუნდის მიმართ დაისმება“

„განსაკუთრებით მძაფრი შეკითხვები ეკონომიკური გუნდის მიმართ დაისმება“

პატრიოტთა ალიანსში  აცხადებენ, რომ არ აქვთ გადაწყვეტილი, დაუჭერენ თუ არა კვირიკაშვილის ახალ გუნდს მხარს.

ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ფრაქცია  პატრიოტები  ერთდროულად  მიიღებენ.

“ძალიან კრიტიკულები ვიქნებით სამთავრობო გუნდის მხარდაჭერის პროცესში. მაგრამ, აქაც გრადაციაა, არის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურა, რომელსაც შესაძლოს მხარი დავუჭიროთ და არის ისეთი, რომელსაც არ დავუჭერთ. საერთო გადაწყვეტილებებში შევთანხმდებით, არ გამოვრიცხავ, რომ მხარი არც დავუჭიროთ.

შეკითხვები თანაბრად გვაქვს ყველა გუნდთან, მაგრამ განსაკუთრებით მძაფრი შეკითხვები მაინც  ეკონომიკური გუნდის მიმართ დაისმება“-განაცხადა ინაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...