Home » მთავარი » გარდაცვლილის ახლობლები და თანასოფლელები დამნაშავე პოლიციელის სავარაუდო ადგილსამყოფელზე საუბრობენ

გარდაცვლილის ახლობლები და თანასოფლელები დამნაშავე პოლიციელის სავარაუდო ადგილსამყოფელზე საუბრობენ

      დავით ცხვარაძე

  შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, მიმალვაში იმყოფება. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო უწყება კვალს ჯერ ვერ დაადგა, ოჯახის ახლობლების და თანასოფლელების ინფორმაციით, ბრალდებული თევზაძე სკუთარ სოფელში, სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში იმყოფება.

 თევზაძეს, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარედგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

დარწმუნებით ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელი, სატანა გოდერძი თევზაძე მის სოფელში წიაღუბანში იმყოფება, სოფელს აფარებს თავს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი ხელით რომ დამჭირდეს ჩამოყვანა, პოლიციას მაინც ჩვააბარებ“ – აცხადებს გარდაცვლილის დედა და დეიდა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...