You are here
გარეჯობაზე ჩიჩხიტურის კოშკთან ქართველ მომლოცველებს ისევ არ უშვებენ მთავარი რეგიონი 

გარეჯობაზე ჩიჩხიტურის კოშკთან ქართველ მომლოცველებს ისევ არ უშვებენ

დავით გარეჯობის დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი მომლოცველი ჩავიდა გარეჯში, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ამაღლების ტაძართან და ჩიჩხიტურის კოშკთან მიმავალი გზა ისევ ჩაკეტა და მომლოცველებს იქ მისვლის უფლებას არ აძლევენ. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით  კომენტარს არ აკეთებენ.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დავით გარეჯის ლავრასთან მდებარე ტაძარში შეიკრიბნენ, სადაც სასულიერო პირებმა წირვა აღავლინეს.

გარეჯობა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მდებარე ჩიჩხატურის კოშკთან ყოველწლიურად იმართებოდა და საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდა. ბოლოს   ეს დღესასწაული მცირე მასშტაბით 1997 წელს აღინიშნა, შემდეგ კი შეწყდა და მხოლოდ 2018 წლის 21 მაისიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით იგივე ადგილას და იმავე ფორმატით ისევ აღდგა.
დღეს  უამრავი სპორტული თუ გასართობი ღონისძიება იყო დაგეგმილი სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით.

Comments

comments

Related posts