Home » მთავარი » ” გარე ვაჭრობასთან ბრძოლა არის სიღარიბესთან ბრძოლა, შევიმუშაოთ მკაფიო წესები მოწესრიგებისათვის!”

” გარე ვაჭრობასთან ბრძოლა არის სიღარიბესთან ბრძოლა, შევიმუშაოთ მკაფიო წესები მოწესრიგებისათვის!”

თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 19 მარტიდან დაიწყო. ჯამურად გაწმენდილ ტერიტორიებზე 750-დან 800 ადამიანამდე ვაჭრობდა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გარემოვაჭრეობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს. ელისაშვილმა უკვე დაწერა მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე და საკრებულოსთან ერთად მერიასაც მიმართავს.

“გარე ვაჭრობა ნებისმიერი ქალაქის ურბანული ელემენტია, მაგრამ განსხვავებით თბილისისგან იქ არის ძალიან მკაფიო წესები, რით შეიძლება ვაჭრობა და რით არა. თბილისში არსებობს მხოლოდ ერთი ფარატინა ქაღალდი, რომელშიც წერია 5 წინადადება და ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩამოვაყალიბეთ ზუსტი წესები. გარე ვაჭრობასთან ბრძოლა არის სიღარიბესთან ბრძოლა, ამიტომ ჩემი მოწოდებაა მერიისადმი და მე უკვე მივმართე საკრებულოს, რომ დაუყოვნებლივ შევქმნათ ჯგუფი და შევიმუშაოთ ძალიან მკაფიო წესები გარევაჭრობის მოწესრიგებისათვის”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი. ამასთამ, დეპუტატი მზადაა სამუშაო ჯგუფს სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიაროს.

“თუ უახლოეს დღეებში გამოხმაურება არ იქნება, ჩემი ხედვის პრეზენტაციას გავაკეთებ, თუ როგორი უნდა იყოს თბილისში გარე ვაჭრობა”, – დასძინა ელისაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...