Home » F-vews » “გაძარცვული მესტია ანუ როგორ „აახია” მთავრობამ მესტიის მოსახლეობას 4.8 მილიონი”

“გაძარცვული მესტია ანუ როგორ „აახია” მთავრობამ მესტიის მოსახლეობას 4.8 მილიონი”

ლევან ალაფიშვილი

იურისტი

-“გაძარცვული მესტია: როგორ ზრუნავს მთავრობა მთაზე, ტურიზმზე და თვითმმართველობაზე და როგორ „აახია” მესტიის მოსახლეობას 4.8 მილიონი

ქონების გადასახადი მუნიციპალიტეტებისაა. მისი განაკვეთი არის ქონების ღირებულების 1% და იხდის ყველა კომპანია რომელსაც საკუთრებაში აქვს არასასოფლო მიწა. გადასახადების ამოღებას მხოლოდ შემოსავლების სამსახური აწარმოებს, მათ შორისაა ქონების გადასახადიც. ქონების გადასახადის ბოლო ვადა 15 ნოემბერია. თუკი კომპანია არ გადაიხდის ქონების გადასახადს მხოლოდ შემოსავლების სამსახურს (და არა მუნიციპალიტეტს) აქვს იძულებითი ღონისძიებების გამოყენების უფლება.

მესტიის მუნიციპალიტეტმა ქონების გადასახადიდან წელს დაახლოებით 3 მლნ დაგეგმა და ეს თანხა უნდა მოხმარებოდა ადგილობრივი საჭიროებებს. მესტიაში, სოფელ ხაიშში ერთ მსხვილ კომპანიას აქვს დიდი ოდენობის არასასოფლო მიწები და ქონების გადასახადის სახით დაახლოებით 2 მლნ-ს გადახდა უწევდა ნოემბერში. ეს თანხა მესტიის ბიუჯეტში არ შევიდა და ადგილობრივებმა შემოსავლების სამსახურში მოიკითხეს ამ 2 მლნ-ს ამბავი. იქიდან კი უპასუხეს, რომ იმ კომპანიას პრობლემები აქვს და ამიტომ ქონების გადასახადის 2 მილიონს არ ამოვიღებთო, უფრო მეტიც არც მომავალ წელს დაგეგმოთ ამ კომპანიისგან ქონების გადასახადის მიღებაო. უხეში გათვლებით მთავრობამ მესტიის მოსახლეობას 4 მილიონი აახია! ისტორია აქ არ მთავრდება, დანაკლისის საკომპენსაციოდ 800 000 ასესხა მესტიას მთავრობამ, რომელიც 2020 წლამდე უნდა დაბრუნდეს. ესეც 4.8 მილიონი!

ცნობისთვის: თვითმმართველობის დამოუკიდებლობა და საბიუჯეტო ავტონომია კონსტიტუციით არის გარანტირებული, ქონების გადასახადის კუთვნილება კი – კანონით (საგადასახადო კოდექსით). ეს ნიშნავს რომ მუნიციპალიტეტს შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს ადგილობრივი ბიუჯეტი და ამაში ვერავინ ჩაერევა. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რეალობაში, როგორ იცავს შემოსავლების სამსახური და მთავრობა თვითმმართველობის საბიუჯეტო დამოუკიდებლობას და როგორ ასრულებს კანონით დაკისრებულ გადასახადების ადმინისტრირების ვალდებულებას მესტიის ამ მაგალითზე წარმოჩინდა.

მესტიის მოსახლეებს შევპირდი, რომ თუკი მათგან იქნება აქტივობა, მზად ვარ სასამართლოშიც და საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ეს შეპირება კვლავ ძალაშია, ერთად უნდა დავიცვათ და დავამკვიდროთ დამოუკიდებელი თვითმმართველობა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...