Home » მთავარი » გახარიამ ბათუმში პოლიციელებს ბინები გადასცა

გახარიამ ბათუმში პოლიციელებს ბინები გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ბათუმში  რამდენიმე პოლიციელის ოჯახს ბინები გადასცა და სიტყვის მიმართა:

“თითოეულ  მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე.  თუ ქვეყანაში არ იქნება სიწყნარე, სიმშვიდე და რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება, ვერცერთ სფეროში  არანაირი წარმატება არ იქნება მიღწევადი დაწყებული განათლებიდან, ეკონომიკით დამთავრებული, ტურიზმით და კიდევ ბევრი მიმართულებით გაგრძელებული.  ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე. ყველამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ღირსეული პოლიციელის ყოველდღიური ცხოვრება არის და უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებეთ და გავაგრძელებთ.”  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ID ბარათები მზადდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, ...