Home » მთავარი » გახდება თუ არა საკონსტიტუციო კომისია განხეთქილების მორიგი ვაშლი?

გახდება თუ არა საკონსტიტუციო კომისია განხეთქილების მორიგი ვაშლი?

  საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა კომისიის ფორმატთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება. მან აქვე ურჩია მაღალი თანამდებობის პირებს განცხადებების გაკეთების დროს სწორად შეარჩიონ ტერმინები.

აბაშიშვილი

„ვისურვებდი, რომ ტერმინები სწორად იქნას შერჩეული. კონსულტაციები ნიშნავს პოზიციების განხილვას, შეჯერებული კი ნიშნავს პოზიციების ჩამოყალიბებას. ის, რაც იყო პარლამენტის მხრიდან, ეს იყო, უბრალოდ, შეტყობინება. სამწუხაროა ეს, რომ ასე ხდება. ჩვენ მივიღეთ ერთპარტიულ ინიცირება, ერთპარტიულ კომისია. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმატთან დაკავშირებითაც კი, ერთპიროვნულად იქნა მიღებული“ – განაცხადა  აბაშიშვილმა.

საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება არ მოსწონს ოპოზიციასაც. უმცირესობის დეპუტატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივაში მთავარი იყო ის, რომ საკონსტიტციო კომისიას ჰქონოდა მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია. მისივე თქმით გრძელდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება.

%d0%b1%d0%b5%d0%b7-%d0%bd%d0%b0%d0%b7%d0%b2%d0%b0%d0%bd%d0%b8%d1%8f-1

-„ივანიშვილის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტისადმი არ შეცვლილა, შესაბამისად არ შეცვლილა ქართული ოცნების დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, თუმცა ზოგადად რა თქმა უნდა საკონსტიტუციო კომისიის შემთხვევაში ქართული ოცნება ეცდება, რომ კომისიის მუშაობა იქცეს ფორმალობად, ვინაიდან მას გააჩნია მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევი მიზნები კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მას სინამდვილეში არ სჭირდება საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა პრეზიდენტის თუ სხვა წარმომადგენლების, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ მათ ასეთ ზრახვებს“-განაცხადა აბესაძემ.

არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არც ოპოზიციის შეხედულებებს არ ეთანხმება უმრავლესობა.  ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში იქნება პრეზიდენტის წარმომადგენელი.

7fdcxv

“როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, კომისიაში გაწევრიანებული იქნებიან, როგორც დეპუტატები, საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ანუ ეს იქნება ძალიან მასშტაბური კომისია”- აღნიშნა კალაძემ.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ დიდ პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ  ხაზს უსვამს ერთ იურიდიული ნიუანსს, რომელიც მისი თქმით მნიშვნელოვანია.

მდინარაძე

-„აქ არის ერთი იურიდიული ნიუანსი, რომელსაც რატომღაც ფორმალურს ეძახიან, მაგრამ ეს საერთოდ არაა ფორმალური. ეს კომისია იქმნება საპარლამენტო ფორმატში, პარლამენტს აქვს ინიცირების უფლება და საპარლამენტო ფორმატში შექმნილი კომისიის ყველაზე ლოგიკური ხელმძღვანელი, გახლავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე” – განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადება შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ.

კობახიძე

“საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი ითვალისწინებს კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას. ჩვენ დაველოდებით მათ წარდგენას. რაც შეეხება საკონსტიტიციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციის საკითხს, საერთოდ არ მესმის ეს სიტყვა რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან – ლეგიტიმაციის კუთხით არანაიარი პრობლემა არ შეიქმნება“ – აღნიშნა კობახიძემ. 

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური  ამბობს, რომ კომისიის ეფექტურობას შემადგენლობაში პოლიტიკური მრავალფეროვნება განაპირობებს.

%d0%b1%d0%b5%d0%b7-%d0%bd%d0%b0%d0%b7%d0%b2%d0%b0%d0%bd%d0%b8%d1%8f-2

„მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ჩართულობა იქნას უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო კომისიაში, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ აქ არის საუბარი საქართველოს კონსტიტუციაზე და როგორც ჩვენ განცხადებებიდან გვესმის ამ კომისიის მიზანია ძალიან ბევრი ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში. მიზანი ასევე ის არის, რომ ის იყოს ეფექტური” – აცხადებს გიგაური.

P.S დღესვე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ბანკის ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...