Home » მთავარი » “გახსოვდეს – ძალადობა ცრუ “ბუაა”, რომელიც გაშინებს! იყავი ძლიერი, იბრძოლე!..”

“გახსოვდეს – ძალადობა ცრუ “ბუაა”, რომელიც გაშინებს! იყავი ძლიერი, იბრძოლე!..”

იურისტი,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერის პოლიტიკის საკითხებში თამთა მეგრელიშვილი გენდერის კვირეულს უკრაინიდან უერთდება და ყველა ქალს ახსენებს, რომ მთავარია იყვნენ ძლიერები და იბრძოლონ მომავლისთვის.

-“თითოეულ საზოგადოებას აქვს თავისი ჩვეულებები, ტრადიციები და ნორმები, რომლებიც სოციალურ-სქესობრივ როლებს განსაზღვრავს. დღეს გენდერული ურთიერთობები განიხილება როგორც მამაკაცებსა და ქალებს შორის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (მართვის, პოლიტიკურ, ოჯახის და სხვ.) არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი. თავად ტერმინი „გენდერი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „გენოს“ – დაბადება, წარმოშობა, ჯიში, გვარი, შთამომავალი, სქესი.

რას გულისხმობს გენდერი?

გენდერი გულისხმობს, რომ მამაკაცების, ქალების და გარემოს ურთიერთკავშირის ანალიზს, უპირველეს ყოვლისა, საფუძვლად უნდა დაედოს არა სქესის, არამედ გვარის გამოცდილება, სადაც ქალის სოციუმი მთლიანი საზოგადოებრივი სისტემის ინტეგრალურ ნაწილად განიხილება აი ესაა მისი არსიცა და პრობლემიდან გამოსავალიც.

მე როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერის პოლიტიკის საკითხებში ვუერთდები მსოფლიოში გაეროს 16 დღიან კამპანიას, რომელიც დაიწყო და 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება და თქვენს ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ საკვანძო საკითხებზე:

ძალადობის აღმოსაფხვრელადა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად

1.აუცილებელია უფლებამოსილებისა და გავლენის თანაბარი გადანაწილება ქალებსა და მამაკაცებს შორის რადგან თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები ორივე მხარეს მისცემს უფლებას, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და შექმნან სათანადო პირობები გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

2. ეკონომიკური თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის ესაა გასაღები მშვიდობიანი თანაარსებობისა რადგან როცა ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი შესაძლებლობები და პირობები გააჩნიათ განათლების მიღებისა და ანაზღაურების კუთხით რათქმაუნდა ისინი მოიპოვებენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და თითქმის ნულამდეა დაყვანილი რისკი რომ ისინი ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან.

3. ასევე აუცილებელია ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებოდეთ შინამეურნეობაში სამუშაოს შესრულებაზე, საჭიროა მათ გააჩნდეთ ზრუნვის მიღებისა და გაცემის თანაბარი შესაძლებლობები რასაც ფსიქოლოგების შეფასებით მინიმუმამდე დაჰყავს ძალადობის რისკი. ჩვენ ვამბობთ რომ უნდა შეწყდეს მამაკაცთა ძალადობა ქალების მიმართ და პირიქით ქალების ძალადობა მამაკაცების მიმართ, ვამბობთ რომ ქალებსა და მამაკაცებს, გოგონებსა და ბიჭებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ფიზიკური ხელშეუხლებლობის თვალსაზრისით, მაგრამ მხოლოდ კანონმდებლობით აღიარებული ნორმების კითხვა არ გვიშველის, აუცილებელია დამოუკიდებლად გადავდგათ ნაბიჯები,პირველ რიგში თავად გავერკვეთ საკითხის არსში და მხოლოდ ამის შემდეგ სიყვარულით,თანაგრძნობითა და ერთიანობის განცდით ვესაუბროთ ერთმანეთს არსებულ რეალობაზე,გამოსწორების გზებსა და გასატარებელ ღონისზიებებზე.ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად,იმიტომ რომ არაფრით ჩამორჩება სოფლად მცხოვრები ქალის ტკივილი შენს ტკივილს როცა ფიზიკურად გვეხებიან,როცა ეკონომიკურად ძალადობენ ჩვენზე,როცა ვხდებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი და სხვა.

ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ! ქალები ვართ! ჩვენი უფლებაა სიყვარულით ოჯახის შექმნაც,შვილების ყოლაც განურჩევლად (სქესისა),განათლების მიღებაც,მუშაობაც… ჩვენც იმ მიწაზე დავდივართ, რომელზეც თქვენ! ჩვენც იმ ცას ვუყურებთ, რომელსაც თქვენ! ჩვენც ისეთივე ოცნებები და მიზნები გვაქვს, როგორც თქვენ! მერე რა, თუ მრწამსის მიხედვით ზოგი უფალს იესო ქრისტეს ეჩურჩულება, ზოგიც ალაჰს,ზოგიც მხოლოდ საკუთარ თავს გულში იმ იმედით, რომ არის მაღლა ,ცაში ვიღაც ვისიც არ სჯერა მაგრამ მაინც ესაუბრება. რა მნიშვნელობა აქვს რა გქვია! რა მნიშვნელობა აქვს რომელი სქესის მატარებელი ხარ! რა მნიშვნელობა აქვს რა მრწამსი გაქვს! მთავარია რომ შენ დაიბადე,ხარ უნიკალური არსება, შეგიძლია გიყვარდეს და გტკიოდეს!შეგიძლია გაჩუმდე ან ისაუბრო! შეგიძლია და ვალდებულიც კი ხარ, რომ იცხოვრო!

ამიტომ გახსოვდეს – ძალადობა ცრუ “ბუაა” რომელიც გაშინებს,ძალადობა იარაღია ტყვიის გარეშე მანამ სანამ შენ არ დაუშვებ რომ ის გადატენონ! ყველაფერი შენს ხელთაა! იყავი ძლიერი, იბრძოლე შენი მომავლისათვის გადაირჩინე თავი,გადაარჩინე შენი ოჯახი! მე, შენ, ჩვენ ეს შეგვიძლია!”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...