Home » მთავარი » გედევან ფოფხაძე თანახმაა ხელისუფლებასთან დიალოგზე

გედევან ფოფხაძე თანახმაა ხელისუფლებასთან დიალოგზე

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე თანახმაა ხელისუფლების 100/50-ზე შეთავაზებასა და და მათთან დიალოგის გამართვაზე.

“თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ხელმეორედ არ მოატყუოს მოსახლეობა, მარტის პირველ რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს საარჩევნო კოდექსში ცვლილება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძე თვლის, რომ ცვლილების ინიციატორი ხელისუფლება უნდა იყოს.  მისივე თქმით „ქართულ ოცნებაზეა“  დამოკიდებული ქვეყანა მივა ესკალაციამდე თუ ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს.

„შერეული სისტემის გარდა სხვა მოდელი  ამ ეტაპზე გამორიცხულია, თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ რაიმე სახის კომპრომისი გამონახოს, მარტის პირველივე რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს ცვლილება საარჩევნო კოდექსში, ესაა საჯარო გზავნილი მათი მისამართით. მთავარია დიალოგის დაწყება და შეთანხმება, თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, გამოდის, რომ თავად სურს ქვეყანაში ქაოსი.”-აცხადებს ფოფხაძე.

Facebook Comments
x

Check Also

“კოვიდ 19” კიდევ ერთ მარნეულელს და ბოლნისის ერთ მაცხოვრებელს დაუდასტურდათ

უკვე ცნობილია იმ  15 ადამიანის მასალის პასუხი, რომლებიც დღეს  კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ელოდებოდნენ.  ორი დადებითი ...