Home » მთავარი » გენო პეტრიაშვილი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ თავისუფალ ჭიდაობაში 2016 წლის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარა

გენო პეტრიაშვილი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ თავისუფალ ჭიდაობაში 2016 წლის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარა

ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, რომელმაც პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) თავისუფალ ჭიდაობაში 2016 წლის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარა.

გენო პეტრიაშვილს გასული წლის საუკეთესო მოჭიდავისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა გადასცა.

გორელი ფალავანი 2016 წელს კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...