Home » მთავარი » გერმანიამ გიულენის მომხრეების ანგარიშების გაყინვაზე უარი განაცხადა

გერმანიამ გიულენის მომხრეების ანგარიშების გაყინვაზე უარი განაცხადა

Spiegel-ის ინფორმაციით გერმანიამ თურქეთის ხელმძღვანელობას მოთხოვნაზე, რომ გაეყინა გიულენის მომხრეების ანგარიშები, უარი უთხრა. გაოცემის ინფორმაციით მოთხოვნა ანკარამ გერმანიას ა.წ. გაზაფხულზე გაუგზავნა.

დოკუმენტში ფეტხულან გიულენის 80 მომხრის სახელი იყო დასახელებული.

გამოცემა წერს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნაზე კომენტარი მხოლოდ ივნისის ბოლოს გააკეთა. საპასუხო კომენტარში ნატქვამია, რომ მათ არ აქვთ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად კანონიერი საბაბი და ამომწურავი ფაქტები.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 16 ივლისს თურქეთში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომლის ორგანიზატორად თურქეთის ხელისუფლება სწორედ გიულენს მიიჩნევს.

 

Facebook Comments
x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...