Home » ემიგრანტები » გერმანიაში სარკინიგზო ავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა

გერმანიაში სარკინიგზო ავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა

გერმანიაში სარკინიგზო ავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.

ორი პირის დაღუპვის შესახებ ფაქტი პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„გერმანიის პოლიცამ დაუდასტურა საქართველოს კონსულს საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ქალაქ ადლინგენიდან ქალაქ როტვაილის მიმართულებით.

გარდაცვლილების ვინაობას ვერ დავასახელებთ, ოჯახის წვერებს მომხდარის შესახებ ეცნობებათ დადგენილი წესის შესაბამისად.

ინციდენტის დეტალებს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილების სამშობლოში გადმოსვენების პროცესზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს“,- განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გერმანული მედიის ცნობით, ინციდენტი შაბათს საღამოს ქალაქ ალდინგენში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია 27 და 33 წლის საქართველოს მოქალაქე. სამართალდამცავების ცნობით, სავარაუდოდ მათ სატვირთო მატარებელი ვერ შენიშნეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მამაკაცი გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...