Home » მთავარი » “გვანახოს ხელისუფლებამ, რომ მიწის თაობაზე აგრარული კომიტეტის ნათქვამი არის რეალობა…”

“გვანახოს ხელისუფლებამ, რომ მიწის თაობაზე აგრარული კომიტეტის ნათქვამი არის რეალობა…”

ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვიდა, ახლა ბურთი მათ მოედანზეა და ველით გადაწყვეტილებას – კახა ძაგანიას განცხადება

“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია მიწების გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით პარტიის მიერ ინიცირებული რეფერენდუმისა და ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯების თაობაზე „მარშალპრესს“ ესაუბრა:

საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგა. მას შემდეგ რაცმემარცხენე ალიანსმასარეფერენდუმოდ მოამზადა საკითხი და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხის გადაწყვეტილება ხალხისთვის მიენდო, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო განხილვების პროცესში საზოგადოების ერთმა ნაწილმა ძალიან მკვეთრი პოზიცია გამოხატა, ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვიდა და უკვე განაცხადა, რომ საქართველო სასოფლოსამეურნეო მიწები უცხოელებზე აღარ გასხვისდება. აღნიშნულის თაობაზე განცხადება საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ გააკეთა.

ჩვენ გვახსოვს, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, სხვადასხვა ჩინოვნიკები ზეპირ გადაწყვეტილებებს ცვლიდნენ, საბოლოო კანონმდებლობამდე არ მიდიოდა და მოტყუებული რჩებოდა ხალხი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, რომ საზოგადოებას გვანახოს, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის ნათქვამი არის რეალობა, დაიწყოს პროცედურული საკითხები უკვე კანონმდებლობის თვალსაზრისით და არ იყოს მხოლოდ სიტყვით ნათქვამი.

საკანონმდებლო განხილვების პირველი ეტაპი მაინც დაიწყოს, ჩვენმემარცხენე ალიანსიმხრიდან პირობას ვდებთ, რომ სარეფერენდუმო კომისიას მივმართავთ და ჩვენ მიერ დასმულ საკითხს მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით აუცილებლად მოვხსნით. ბურთი ხელისუფლების მოედანზეა და ველით მათ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კახა ძაგანიამ.

https://www.youtube.com/watch?v=JL4o4G1teHg

 

Facebook Comments
x

Check Also

“დროა “შეწყალების”არჩეული პრაქტიკაც გადაიხედოს..”

თამთა მეგრელიშვილი სამართლის დოქტორი მსოფლიო ისტორიული რაკურსი – ჩემი მხრიდან დანაშაულად აღქმული “შეწყალება” მსოფლიო გამოცდილებით ...