Home » მთავარი » “გვარამიას ანკესზე არ უნდა წამოეგოს საზოგადოება…”

“გვარამიას ანკესზე არ უნდა წამოეგოს საზოგადოება…”

ლაშა სტურუა.

იურისტი. ადვოკატი. პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს განჩინება რუსთავი 2 – ის საქმეზე – ჩვეულებრივი პროცედურული საკითხია ამ სასამართლოს წესდების მიხედვით, უბრალოდ ასეთი ზომები – აქამდე გამოიყენებოდა იმ შემთხვევებში,როდესაც განმცხადებლის(საჩივრის ავტორის) მომართ – შესაძლოა დადგენილ ყოფილიყო – წამება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე და ა.შ…

ეს განჩინება უპრეცედენტოა იმ მხრივ, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე ამ ტიპის განჩინება სასამართლოს აქამდე არ გამოუყენებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფლება არ ჰქონდა გამოეყენებინა…

სულ ეს არის და აღნიშნულზე აჟიოტაჟის ატეხვა, მინიმუმ არაკომპეტენურობის ნიშანია – მაქსიმუმ კი ჩვეულებრივი ავანტიურა, რაც რუსთავი 2 – ის მესვეურთა და ნაცსექტანტთა მხრიდან არც გასაკვირი და არც ახალია რამე!

რუსთავი 2-მა სასამართლოს მიმართა საჩივრით, რომელშიც სავარაუდოდ ნათქვამია, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას, ქაოსს და ადამიანთა სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე. სწორედ ეს ინფორმაცია გახლდათ ამ განჩინების სასწრაფოდ გამოცემის საფუძველი მორიგე მოსამართლის მხრიდან და ამიტომაც მიენიჭა ამ საქმეს პრიორიტეტულად განსახილველ საქმეთა სტატუსი…

საკმარისია საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საწინააღმდეგო – (ის,რომ ეს კომერციული ტიპის დავაა) და მაქსიმუმ ჩვეულებრივ დავათა კატეგორიაში გადავა და წესით სტრასბურგის წესდებიდან და მისი სულისკვეთებიდან გამომდინარე ეს საქმე საერთოდაც არაა ამ სასამართლოს განსახილველი, მით უმეტეს, რომ სტრსბურგის სასამართლოს არ გააჩნია ზემდგომი ინსატნციის სასამართლოს კომპეტენცია ეროვნულ სასამართლოებთან მიმართებაში თავისივე წესდებიდან გამომდინარე!

ასე, რომ დამშვიდდით, მეგობრებო და გარწმუნებთ სულ რაღაც, მაქსიმუმ ერთ თვეში ეს საკითხი აღარავის გემახსოვრებათ თუ კი ავანიურისტ ე.წ. პოლიტიკანებისა და რუსთავი – 2 – ის( წარსულში – მოდელირებული ქრონიკის ავტორის) გვარამიას ანკესზე არ წამოეგება საზოგადოება…

არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო კი ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს და სწორედ აქ გვმართებს სიბრძნე და გონიერება!

Facebook Comments
x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...