Home » მთავარი » გვარამია როგორც ჩანს იურისტადაც აღარ ვარგა – ჩერგოლეიშვილი

გვარამია როგორც ჩანს იურისტადაც აღარ ვარგა – ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:

ეს, როგორც ჩანს, იურისტადაც აღარ ვარგა. სტრასბურგში რუსთავი ორის მიერ გავრცელებული სიყალბეები როგორ უნდა გამოიყენოს ვინმემ როცა სასამართლოს დროებითი ზომის საფუძველი სწორედ ისაა, რომ არხის შინაარსში არ უნდა ჩაერიოს არავინ, რა სისულელეებსაც არ უნდა ყვებოდნენ მის ეთერში – რა იურიდიულ ნონსენსს ყვება, – ასე პასუხობს, “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “რუსთავი 2”-ის გენერალურ დორექტორს.

“ძალიან ვინც გძულს, რომ ემსგავსები ამის ნათელი დასტურია გვარამიას განცხადება.

ქოცების ბრალდებას იმეორებს თუთიყუშივით – ევროპარლამენტში წერილებს რომ წერთ, ქვეყნის ინტერესებს აზიანებთო. რაც შეეხება “ქვეყნის მთავარი გურმანის” განცხადების “ტექსტურას” – კი, ბევრ ტყუილს როცა ყვები, აღარავინ გიჯერებს და რუსთავი ორისადმი ნდობის ტოტალური დაკარგვა, ნამდვილად ივანიშვილის ინტერესებშია. სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც იმ ყვითელი კაცის დანიშვნა რუსთავის გარდაუვალი თვითდესტრუქციის ნათელ სიგნალად მივიღეთ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

Facebook Comments
x

Check Also

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას უზურპირებული აქვს ხელისუფლება!

აფხაზეთიდან დევნილი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული დეკლარაცია და მიმართვა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. რევოლუციური განწყობა დევნილებში – ...