Home » მთავარი » გვინდა მათი სახელები სამარადჟამოდ შემოინახოს ქათულმა გენმა

გვინდა მათი სახელები სამარადჟამოდ შემოინახოს ქათულმა გენმა

 აფხაზეთი მუდამ იქნება მოუშუშებელი ტკივის და უსაზღვრო მონატერბის საგანი, აფხაზეთზე ვსაუბრობთ ყოველ დღე, მაგრამ ახლა, როცა ახლოვდება 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, კიდევ უფრო ძლიერდება განცდები და ემოციებიც შეუკავებელი ხდება.
გვინდა კიდევ უფრო მეტი ვთქვათ ამ დღეების და ომის გმირების შესახებ, გვინდა მათი სახელები სამარადჟამოდ შემოინახოს ქათულმა გენმა.
1993 წლის 24 სექტემბერს სოხუმთან რუსმა სამხედროებმა ბუკის საზენიტო დანადგარით პოლკოვნიკ იზანი ცერცვაძის სუ-25 მოირიშე თვითფრინავი ჩამოაგდეს.
იზანი ცერცვაძე- ქართველი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი.
დაამთავრა ჩერნიგოვის უმაღლესი სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი. 1972–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელ პოლკში. 1985 წელს დაამთავრა გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1985 წლიდან იყო პოლკის მეთაური, შემდეგ საავიაციო უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი. მიენიჭა პირველი კლასის მფრინავისა და სამხედრო მფრინავ-გამომცდელის წოდებები.
1992 წლის 18 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად. მის მიერ 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25-ით განხორციელებული გაფრენა ითვლება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაბადების თარიღად.
ხელმძღვანელობდა საჰაერო ოპერაციებს აფხაზეთში კონფლიქტის დროს. პირადად ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1993 წლსი 23 სექტემბერს სოხუმთან ახლოს რუსმა სამხედოებმა სავარაუდოდ ბუკ -მ1 ტიპის მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი მართვადი რაკეტით ჩამოაგდეს საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავი საბორეტ ნომრით 04 , საზენიტო რაკეტის მოხვედრის შემდეგ შეჯავშნული სუ-25 მოიერიშე ჰაერში ნაწილებად დაიშალა პილოტმა კატაპულტირება განახორციელა, მაგრამ სავარაუდოდ კატაპულტირება საზენიტო რაკეტის მოხვედის შემდგ განახორციელა ან კატაპულტმა დაგვიანებით იმუშავა ,მიწაზე პარაშუტთ დაშვებული მფრინავი საქართველოს სამხედრო საჰერო ძალების სარდალი პოლკოვნკი იზანი ცერცვაძე აღოჩნდა.
ის რომ იზანი ცერცვაძის სუ-25 მოიერიშეს ჩამოსაგდებად მოწინააღმდეგემ ძლიერი საზენიტო დანადგარი გამოიყენა ამ ფაქტს ისიც ადასტურებს რომ 17 ტონიანი შეჯავშნული მოიერიშე თვითფრინავი ჰაერში ნაწილებად დაიშალა, 17 ტონიანი სუ-25 მოერიშეს გადასატანი “სტრელა” ან “იგალს” სითბური საზენიტო რაკეტები ნაწილებად ნამდვილად ვერ დაშლიდნენ , რადგან მათი საბრძლო ქობინის მასა 1,7 კგ არ აღემატება, ხოლო რუსული ბუკის ტიპის საზენიტო რაკეტას სუ-25-ს ჰაერში ნაწილებად განადგურება თავისუფლად შეეძლო. მისი საბრძლო ნაწილი 70 კგია.
1992 წლის 19 სექტემბრიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ აფხაზეთის ომში 60 საბრძლო გაფრენა განახორციელა მოწინაღმდეგის პოზიციების დასაბომბად.
Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...