Home » მედიცინა » გვწერენ, გვირეკავენ, გვეკითხებიან – “კამელინი” იყიდება მხოლოდ აფთიაქებში!

გვწერენ, გვირეკავენ, გვეკითხებიან – “კამელინი” იყიდება მხოლოდ აფთიაქებში!

გვწერენ, გვირეკავენ, გვეკითხებიან თუ სად შეიძლება შეიძინონ პრეპარატი კამელინი.

სად შეიძლება იყიდებოდეს პრეპარატი, რომელსაც აკადემიური კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევები აქვს გავლილი, მოპოვებული აქვს უამრავი სერთიფიკატი და ნომინაცია საერთაშორისო მასშტაბით. სად , თუ არა აფთიაქებში?

პრეპარატი კამელინი გასული საუკუნის 60-იანი წლებში შექმნა ექიმმა-ქირურგმა ბენედიქტე მაღლაკელიძ მ და მასზე კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევები დაწყებულ იქნა 1950 წ. საქ.სსრ ჯანდ. სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში, აკადემიკოს კ. დ. ერისთავის უშუალო ხელმძღვანელობით, ასევე სისხლის გადასხმის ინსტიტუტში.

ერთდროულად ჩატარებულ იქნა პრეპარატის გამოკვლევები ექსპერიმენტულ სიმსივნეებზე, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პათფიზიოლოგიის კათედრაზე (კათედრის გამგე საქ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი ვ. ვ. ვორონინი), პროფ. თ. გ. ნათაძის ხელმძღვანელობით. პირველ ეტაპზე ცდები ტარდებოდა სარძევე ჯირკვლების
სპონტანური და გადანერგილი სიმსივნეების მქონე თეთრ თაგვებზე. ამ დაკვირვებათა შედეგად დადგენილ იქნა,რომ პრეპარატი კამელინი აფერხებს პირველადი სიმსივნეების განვითარებას, ასევე აფერხებს უკვე განვითარებული სპონტანური ახალწარმონაქმნების განვითარებას. ამ უკანასკნელთა ჰისტომორფოლოგიურმა გამოკვლევებმა გამოავლინა სისხლჩაქცევების არსებობა სიმსივნის სტრომაში და სიმსივნური უჯრედების ნეკროზი. 2 წლის შემდეგ ექსპერიმენტები გამეორებულ იქნა ლენინგრადში, ონკოლოგიის ინსტიტუტში, აკად. ლ. მ. შაბადის ლაბორატორიაში. ექსპერიმენტებში გამოყენებულ იქნა ასევე სხვადასხვა ორგანოების კიბოთი დაავადებული ვირთაგვები. ცდის დაწყებისას გამოყოფილ იქნა სპეციალური კომისია, რომელიც ამოწმებდა ცდების მსვლელობას და მიღებულ შედეგებს, შემდეგი შემადგენლობით: სსრკ მედ. მეცნ. აკადემიის ონკოლოგიის ინსტიტუტის

დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში პროფ. ა. ნ.შანინი, ექსპერიმენტალური ონკოლოგიის ლაბორატორიის გამგე, სსრკ მედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი პროფ. ლ. მ. შაბადი და ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ე. ა. ვოგნიბოვი.

შემოწმების მონაცემების საფუძველზე კომისია მივიდა შემდეგ დასკვნამდე: გამოსაცდელი პრეპარატი დამთრგუნველ გავლენას ახდენს სიმსივნურ ზრდაზე. ამ პრეპარატის შეყვანის გავლენით ხდება სიმსივნეების შესამჩნევი შემცირება და სრული გაქრობაც კი.

თითქმის ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული “კამელინი”-ს გამოცდისას ექსპერიმენტული სიმსივნის მოდელზე სსრკ მედ. მეცნ. აკად. მოსკოვის კიბოს ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტში. სამუშაოები ტარდებოდა აკად. მ. მ. მაევსკის ხელმძღვანელობით.ზემოაღნიშნული პრეპარატის გამოცდისა და ექსპერიმენტში მისი არატოქსიკურობის შესწავლის კვალდაკვალ აკად. კ. დ. ერისთავის წინადადებით, მოხდა პრეპარატ კამელინის სამკურნალო მოქმედების შესწავლა კლინიკურ პირობებში ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე ავადმყოფებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ავადმყოფს დაავადების შორსწასული ფორმები ჰქონდა. მათ უმრავლესობას აღენიშნებოდა სიმსივნის რეციდივი მრავალჯერადი ოპერირების შემდეგ.

ავადმყოფთა მძიმე მდგომარეობისა და მათიმკურნალობის დაავადების ტერმინალურ სტადიაზე დაწყების მიუხედავად, კამელინის მოქმედება ეფექტური აღმოჩნდა. ავადმყოფები დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ მკურნალობის შემდეგ 1-დან 9 წლამდე ვადით. მართალია, ყველა შემთხვევათა სრული განკურნება ვერ იქნა მიღწეული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის 100% შემთხვევებში მიღწეულ იქნა თერაპევტული ეფექტი: საერთო

მდგომარეობის გაუმჯობესების, ტემპერატურის დაწევის, ტკივილების და პირღებინების გაქრობის სახით, სისხლის სურათის გაუმჯობესებით, მეტასტაზების ზომების შემცირებით, შრომისუნარიანობის აღდგენითა და სიცოცხლის

გახანგრძლივებით.1965 წელს ქ. მოსკოვში, სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოკომიტეტის სამეცნიერო საბჭოს პრეზიდიუმის მიერ პრეპარატს მიენიჭა სახელწოდება “კამელინი” და საქართველოს ჯანდაცვას დაევალა გამოშვებულიყო, პირველი პარტია, 1 500 000 ამპულა “კამელინი მ1”-ისა და გადაგზავნილიყო მოსკოვის ონკოკლინიკებში, მაგრამ, საქართველოში, გარკვეული ხელშემშლელი პირობების გამო გარკვეული დროით გადაიწია “კამელინის” მიტანა მომხმარებლამდე.

2004 წლიდან, კი ბატონი ბენედიქტე მაღლაკელიძის ოჯახის წევრებმა შექმნეს ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“ და ფარმაცევტული საწარმო, სადაც კომპანია კამელინმა დაარსების მომენტიდან დანერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესები და საწარმო აღჭურვა საუკეთესო მანქანა დანადგარებით, რითაც მიღწეული იქნებოდა პროდუქციის წარმოება , რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს, წარმოების, მარკირებისა და შეფუთვის მიმართულებით. საწყისი ნედლეულიდან მიღებული აქტიური ფარმაცევტული ნივთიერება –კამელინი გადის სრულ ტექნოლოგიურ გაწმენდასა და ფილტრაციის პროცესს ულტრათანამედროვე საფილტრაციო ხაზში, რომლისგანაც შემდეგ იწარმოება კამელინის 5 სახის პროდუქტი.
ბენედიქტე მაღლაკელიძის პირად არქივებში დაცულ უზარმაზარ პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით კი კვლავ გაგრძელდა ამ პრეპარატის უნიკალური თვისებების ახლებური კვლევა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. კვებეკის, მონრეალის, ილინოისის,
ორეგონის, ბერნის, გერმანიის, ინგლისის, რიო-დე-ჟანეიროს, დელის წამყვან სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადასტურდა რომ “კამელინი” ნამდვილად უდიდესი პოტენციალის მქონე პრეპარატია, როგორც ანტიბიო¬ტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე გამორჩეულად ეფექტური საშუალებაა სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც.

ქართული პრეპარატის სანდოობას სხვადასხვა ნომინაციები ცხადყოფს საერთაშორისო მასშტაბით. უკანასკნელ წლებში კომპანია კამელინს მიენიჭა საერთაშორისო მასშტაბით 100 საუკეთესო იმპორტიორს შორის ” ოქროს ნომინაცია” და 24-ე ადგილი დაიკავა, ასევე “ბიზნესთა მსოფლიო კონფედერაციის” მიერ კამელინი, როგორც საუკეთესო ფარმაცევტული კომპანია რამდენიმე ნომინაციაში დაჯილდოვდა და კამელინს “ბიზნესთა მსოფლიო კონფედერაციის” ელიტური წევრის სტატუსი მიენიჭა

პატივისცემით,  ფარმაცევტული კომპანია „კამელინის“  PR მაია ცომაია

კამელინთანდაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა,

დარეკეთ:
2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (
ოფისი);

2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 599 23 03 33; 

www. Camelyn.ge
ფოსტა: info@camelyn.ge

Facebook Comments
x

Check Also

„საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია – ამის შესახებ ...