Home » მთავარი » გთხოვთ, დაგვეხმარეთ! ნუთუ ვინმე უნდა მოკვდეს უფულობის გამო, ნუთუ ქველმოქმედებას სჭირდება ეროვნება ?

გთხოვთ, დაგვეხმარეთ! ნუთუ ვინმე უნდა მოკვდეს უფულობის გამო, ნუთუ ქველმოქმედებას სჭირდება ეროვნება ?

სააგენტოს 25 წლის მაკა ნეფარიძე დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. მან წერილი გადმოგვცა და გვთხოვა გაგვესაჯაროვებინა, თან სამედიცინო დასკვნებიც წარმოადგინა. მაკა იმედს არ კარგავს, რომ კეთილი ადამიანები გამოჩნდებიან.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

-„ეს ჩემი ოჯახის ისტორიაა,მინდა ჩემი პრობლემის შესახებ გიამბოთ,რომ არა ეს სიტუაცია ,ასე საჯაროდ არავის მივმართავდი, მე ვიბრძვი ჩემი 25 წლის მეუღლის გადასარჩენად,რომელსაც 1 თვის უკან დაუდგინდა “ონტოდოგენური სიმსივნე” (ქვედა ყბის ძვლის სიმსივნე) როგორც იქნა გამოკვლევების თანხა შევაგროვეთ ადამიანების დახმარებით და ეხლა ველოდებით წინა საოპერაციო ეტაპს, ოპერაციის ხარჯები (9093ლ) ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი სახსრები, გვყავს 3 თვის შვილი, ვცხოვრობთ ქირით და თვეებია იჯარა გადასახდელი გვაქვს,რომ არა ჩემი მეუღლის მდგომარეობა ასე საჯაროდ არავის მივმართავდი თხოვნით.

ჩემი მეუღლე უცხოელია,აქ წლებია ცხოვრობს და მუშაობს (ფეხბურთელია) მაისში მას ოფიციალურად დაუმთავრდა კონტრაქტი,შემდეგ სხვა გუნდი ვეღარ მოძებნა და დარჩა უმუშევარი, არაერთი დაპირების და იმედგაცრუების მსხვერპლი,ძველ გუნდში კუთვნილი ბონუსიც კი გაუყინეს,რამდენიმე თვის უკან ვიმშობიარე, ძალიან გვიჭირდა,იძულებული გავხდი მუშოაბა დამეწყო, ღამე დავიწყე მუშოაბა,დღე ბავშვს ვუვლიდი და ღამით ვმუშოაბდი (ბავშვს მეუღლეს ვუტოვებდი)გაჭირვებით, როგორღაც გავქონდა თავი, საკეისრო კვეთის გამო ნაოპერაციები გამირთულდა და იძულებული გავხდი სამსახურისთვის თავი დამენებებინა,სწორედ ამ დროს ვიგებთ მეუღლის ჯანმრთელობის პრობლემას, არ ვიცოდი რა მექნა,ვისთვის უნდა მეთხოვა დახმარება,ქვეყანა, სადაც ათასობით ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია,ქვეყანა სადაც ადამიანებს და მათ სიცოცხლის მდგომარეობას “გადახდის უნარიანობით”საზღვრავენ, სწორედ ამ დროს მეც რიგითი დასახმარებელი გავხდი.

მივმართე მერიას,ჯანდაცვას,გამგეობას,პრეზიდენტსაც კი გავუგზავნე წერილი,სახალხო დამცველის აპარატს,წითელ ჯვარს და არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას,მერიამ და გამგეობამ პირდაპირი უარი მითხრა,დღემდე ველოდებით ჯანდაცვისგან პასუხს ,რომელიც ჯერ კიდევ განხილვაშია რეალურად თანხის მესამედიც კი არ გვაქვს შეგროვებული და ოპერაცია კი სასწრაფოა,რადგან სიმსივნე ფიქსირდება პირის ღრუში და ამის გამო ძილი და სუნთქვა ძალიან უჭირს.

გთხოვთ, თუ დღეს ჩემსავით გტკივა, თუ დღეს ჩემსავით იბრძვი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად!, თუ უბრალოდ სიცოცხლე შენთვის მნიშვნელოვანია,როგორც მეგობარი, ქალი,დედა,შვილი ან უბრალოდ ქართველი, დამიდექი გვერდში, გააზიარე ჩემი გასაჭირი,მიიტანე ჩემი ტკივილი გულთან და ვისაც რისი საშუალება ექნება დაგვეხმარეთ,ჩვენთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია, ნუთუ ვინმე უნდა მოკვდეს უფულობის გამო,ან იმის გამო რომ ის საქართველოს მოქალაქე არაა, ნუთუ ქველმოქმედებას სჭირდება ეროვნება ?

ყველაფერს ვაკეთებ ჩემი მეუღლის დასახმარებლად,მხოლოდ იმას ვოცნებობ, როგორმე მოვაგროვოთ ეს თანხა და გაუკეთდეს ოპერაცია,ოპერაციის ტიპი შემდეგნაირია : ქვედა ყბაში მდებარე ძვალი უნდა ამოიღონ და ნეკნიდან ცოცხალი ძვლის ჩანაცვლებით უნდა მოხდეს ოპერაცია,

გთხოვთ მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი გულთან და დაგვეხმარეთ.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901700466 ნებისმიერი ოპერატორიდან,ზარის ღირებულება 1 ლარია, ან დარიცხოთ თანხა მითითებულ ნომერზე

TBC Bank: მიმღები – Maka Neparidze

GE47TB7679545061100012

ლარის ანგარიშის რეკვიზიტები ს.ს.

„თიბისი ბანკი“ GE47TB7679545061100012

მაკა ნეფარიძე ოჯახის ტელეფონია 551 147 621

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of ...