Home » მთავარი » გია ვოლსკი – არავითარი არჩევნები არ არის ოპოზიციის ინტერესი, თემაა დესტაბილიზაციაზე, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი ქადაგებდა

გია ვოლსკი – არავითარი არჩევნები არ არის ოპოზიციის ინტერესი, თემაა დესტაბილიზაციაზე, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი ქადაგებდა

არავითარი არჩევნები არ არის ოპოზიციის ინტერესი, თემაა დესტაბილიზაციაზე, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი ქადაგებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ აქციების გამართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დიდ კითხვას ბადებს საკითხი, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მათივე თავმჯდომარეობით უარს ამბობენ მონაწილეობაზე და ამასთან, საზოგადოებაში არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, შესაძლებელი ყოფილიყო, ოქმების გადაკეთება ან ბიულეტენების გადაყრა და ახლის მოტანა.

„ახალი არაფერი არ არის. ჯერ კიდევ არჩევნების წინ მმართველი გუნდისგან არაერთხელ მოგისმენიათ, რომ ოპოზიციის და განსაკუთრებით, მის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს არავითარი ინტერესი არ აქვთ არჩევნების. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ კითხვას წარმოშობს ის ამბავი, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მათივე თავმჯდომარეობით უარს ამბობენ მონაწილეობაზე. უფრო მეტიც, საზოგადოებაში არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, შესაძლებელი ყოფილიყო, ოქმების გადაკეთება ან ბიულეტენების გადაყრა და ახლის მოტანა. ეს იმდენად აბსურდია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არავითარი არჩევნები არ არის მათი ინტერესი, თემაა დესტაბილიზაციაზე, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი ქადაგებდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

x

Check Also

გია ვოლსკი – მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწევთ ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, რაც ოპონენტებისგან გვესმის,  ულტიმატუმია, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს,  ვერ მოხდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხაებით, მოლაპარაკების მაგიდასთან მმართველი იწვევს ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, ხოლო რაც ...