Home » მთავარი » გია ვოლსკი იანოშ ჰერმანს შეხვდა

გია ვოლსკი იანოშ ჰერმანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩთან საქართველოში, იანოშ ჰერმანთან

საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა დღეს  გამართული შეხვდრისას.

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება დაუთმეს  საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ვითარებას.

„ჩვენ ყველა იმ საკითხებსა თუ თემებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ასე აქტუალურია საზოგადოებასა და მედიაში. ამასთანავე ვისაუბრეთ თვითონ ევროკავშირის ვითარების  შესახებაც, განსაკუთრებით არჩევნების თემაზე, ვინაიდან რამდენიმე ქვეყანაში უკვე მოახლოებულია არჩევნები და საინტერესოა, როგორია პერსპექტივა ჰოლანდიაში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში.  ვისაუბრეთ ასევე საქართველოს მიმართ ევროპული სტრუქტურების, საპარლამენტო ევროპული სტრუქტურების მხრიდან დამოკიდებულებაზე და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე. შევაჯერეთ პოზიციები. ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და ასეთი შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა პერიოდულად ხდება,“ –  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასასრულს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...