Home » პოლიტიკა » გია ვოლსკი: შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმი იყოს

გია ვოლსკი: შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმი იყოს

ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი მაშინ იქნება, თუ საგამოძიებო კომისია დაადასტურებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენდა, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„როდესაც ვამბობთ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუკი გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შემდეგ ვიმსჯელებთ უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, თუ უნდა იყოს განმეორებითი არჩევნები. ეს არის კრიტერიუმი, კრიტერიუმი არ შეიძლება იყოს ის, რომ შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება ავიღოთ იმის საფუძვლად, რომ საქართველოში მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარება. ეს ყველას ესმის. ვისაც ეს არ ესმის და არ უნდა, რომ გაიგოს სწორედაც ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს, ეს არის დესტაბილიზაიცია ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

x

Check Also

გია ვოლსკი – მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწევთ ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, რაც ოპონენტებისგან გვესმის,  ულტიმატუმია, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს,  ვერ მოხდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხაებით, მოლაპარაკების მაგიდასთან მმართველი იწვევს ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, ხოლო რაც ...