You are here
გია კორკოტაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

გია კორკოტაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა

გია კორკოტაშვილმა ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილება დატოვა. მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განყოფილების სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა.

„ქართული მარშის“ დაკავებული თანამოაზრეები, მათ შორის გია კორკოტაშვილი, პოლიციის განყოფილებებში დღის 4 საათისთვის მიიყვანეს. დღის განმავლობაში დაკავებული ათობით ადამიანიდან ნაწილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ნაწილი კი გამოკითხვის მიზნით აიყვანეს. ასეთი სულ 5 პირი იყო, მათ შორის გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი და სხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გამოკითხვის მიზნით დაკავებულები გაათავისუფლეს.

16 მაისს „ქათული მარშის“ წარმომადგენლებმა 17 მაისს დაგეგმილი აქციები გააუქმეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მხარდამჭერებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან პრევენციის მიზნით შეიკრიბებოდნენ.

 

Comments

comments

Related posts