Home » მთავარი » გია ხუხაშვილი: ვინა ხარ შენ, ირმა ჭკადუა! რა უფლება გაქვს!

გია ხუხაშვილი: ვინა ხარ შენ, ირმა ჭკადუა! რა უფლება გაქვს!

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დღეს საპატრიარქოსთან და ე.წ. „ციანიდის თემასთან“ დაკავშირებით არაჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს.  მისი თქმით ორივე მხარეს აქვს გადაცდომები, პროკურატურამ კი შეცდომები დაუშვა და ვირუსის როლი შეასრულა.

ხუხაშვილი ყურადრებას ამახვილებს ადვოკატ ირმა ჭკადუაზე და ამბობს, რომ არ შეიძლება როცა ის ყველა ტელევიზიაში ზის და ვიღაცის, სადღაც მოყოლილ ამბებს ყვება.

-ვინა ხარ, შენ, ირმა ჭკადუა, რომ მოგასმენინა ვიღაცამ რაღაცა და მერე ყვები ამას, მაგრამ უპირობოდ რამის მოყოლა როგორ შეიძლება!“

ხუხაშვილის თქმით ორივე მხარე დაკავებულია კინკლაობით და ახლა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის. მისივე განცხადებით დღეს ქვეყანაში „ბარდაგია“ შექმნილი და ამაში აცხოვრებენ საზოგადოებას.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...