Home » მთავარი » გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა და დე ფაქტო აფხაზეთის სკოლებში ქართული ენის აკრძალვა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა და დე ფაქტო აფხაზეთის სკოლებში ქართული ენის აკრძალვა

როგორც ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ გალის შეხვედრაზე მთავარ საკითხად კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემა იქნება. 

„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ბოლო დროს განვითარებულ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე 11-13 აგვისტოს დაფიქსირდა, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის კანჯი ოღლის გადმოცემის თემას. ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლებასა და დე ფაქტო აფხაზეთის სკოლებში ქართული ენის აკრძალვას,“ -განაცხადა ქემოკლიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ...