Home » ემიგრანტები » გივი მჭედლიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის საზღვრის კვეთა 3 დღეა დაკარგულია

გივი მჭედლიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის საზღვრის კვეთა 3 დღეა დაკარგულია

ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი

სპეციალური განცხადება საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან დაკარგული გივი მჭედლიშვილის შესახებ.

დღეს დილით ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს მიმართეს თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა რომ საბერძნეთ- თურქეთის საზღვრიდან, საბერძნეთისაკენ მომავალი საქართველოს მოქალაქე , 1998 წლის 4 ივლისს დაბადებული გივი მჭედლიშვილი , რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის საზღვრის კვეთა მესაზღვრეთა გადაწყვეტილებით 3 დღეა დაკარგულია და ოჯახს მის შესახებ სხვა არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.
გივი მჭედლიშვილი რომელსაც მცირე ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს საბერძნეთში, ქ.ათენში დედის მოსანახულებლად მოწვევის საფუძველზე მოემგზავრებოდა.
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი მივმართავთ თხოვნით ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს ბ-ნ მუხრან გულაღაშვილს და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულს ბ-ნ ირაკლი ასაშვილს განახორციელონ მათ ხელთ არსებული შესაძლებლობები და დახმარება გაუწიონ ოჯახს, რათა დროულად იქნას მოძიებული გაუჩინარებული, საქართველოს მოქალაქე გივი მჭედლიშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარება.
ამასთან თხოვნით მივმართავთ საბერძნეთის და თურქეთის რესპუბლიკებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს თუ ვინმეს გეცნოთ აღნიშნული პიროვნება დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით:
+ 306994442225 – ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი.
+90 541 818 44 00 – ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო.
+30 2310 42-90-09 – ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო
Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...