Home » მთავარი » „გინდათ დაგვაჯეროთ, რომ დეფიციტია ქართული ხორცი? ვერ ხვდებით რომ ეკონომიკური ოკუპაციის მასშტაბებს ზრდით?”

„გინდათ დაგვაჯეროთ, რომ დეფიციტია ქართული ხორცი? ვერ ხვდებით რომ ეკონომიკური ოკუპაციის მასშტაბებს ზრდით?”

უკვე დადასტურებულია, რომ ჯარში ქართულ ხორცს უკრაინული ჩაანაცვლებს, მიზეზად კი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „მომწოდებლის თქმით  ბაზარზე ქართული ხორცის დეფიციტია“.

იხ, ლინკი

http://www.gmtv.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90/

იზორიას განცხადებას ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე.

-„ე.ი. მხოლოდ დეფიციტი და უწყვეტი მიწოდების რისკია დამნაშავე? და არა ფასი? ან სხვა რამ?
1️
სულ ცამდე მართალი რომ იყოთ და საკმარისი არ იყოს დღეს არსებული შიდა რესურსი, ამ მიდგომით არც არასოდეს არ იქნება საქართველოში საკმარისი არც ხორცი და არც არაფერი. ანუ, სულ იმპორტმა გვწველოს? არაფერი გავაკეთოთ მაშინ როცა საქართველოში მოხმარებული სურსათის 70%-ზე მეტი იმპორტია? ჩვენი გადახდილ გადასახადებს რატომ არ ხარჯავთ ადგილობრივი წარმოების ნაწარმში? იმპორტულის ყიდვით რატომ ასაქმებთ უცხოელს, რატომ ავითარებთ უცხოურ ბიზნესს და აძლიერებთ უცხო სახელმწიფოს საკუთარის ხარჯზე?
2️
რისთვის არსებობს პროგრამა – აწარმოე საქართველოში? რისთვის იხარჯება ამდენი ფული წარმოების განვითარებაში, თუ საჭირო დროს უარს ეუბნებით პროდუქტის ყიდვაზე? ნუთუ არ შეიძლება დაჯდეთ ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgia და რამე მოიფიქროთ? 40 მილიონი წელიწადში ჯარის კვებაზე იხარჯება, თან გარანტირებულად. ასე რთულია რამე პროგრამის შექმნა, რომ ხორცის წარმოება მაინც განვითარდეს იმ დონეზე, რომ თქვენ იყიდოთ?
3️
ნუთუ ქათმის ხორცი მაინც ვერ ნახეთ საქართველოში სათანადო რაოდენობით? დღეს იყო “ბიუ-ბიუ”-ს ხელმძღვანელი საქმიან დილაში. ამ კომპანიამ უმძაფრესი კონკურენციის პირობებში შიდა ბაზრის 50% ააცალა იმპორტს და თქვენი მოთხოვნა რით ვერ დააკმაყოფილა? http://www.bm.ge/…/ratom-ver-awvdis-biznesi-jars-qart…/12954
4️
აგვიხსენით რა გააკეთა ასეთი თინათინ ხიდაშელმა 2015 წელს როცა ჯარის ქართული ხორცით კვებაზე გადაყვანა დაიწყო? გინდათ დაგვაჯეროთ, რომ ახლა უფრო დეფიციტია ქართული ხორცის, ვიდრე მაშინ იყო? გამოდის რომ მიუხედავად მრავალასეულმილიონიანი ინექციებისა ჩვენი სოფლის მეურნეობა და წარმოება უკან-უკან წასულა. აბა რისთვის იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული?
5️
თქვენ ოკუპაცია მხოლოდ ტერიტორიის ოკუპაცია ხომ არ გგონიათ? საქართველოში ეკონომიკის ოკუპაციის ხარისხი არის 90% და მეტი. არ გესმით, რომ თქვენი მსგავსი გადაწყვეტილებებით ეკონომიკური ოკუპაციის მასშტაბებს ზრდით? გასაგებია, რომ ტერიტორიის მცოცავ ოკუპაციას ვერაფერს ვუშვებით, მაგრამ ეკონომიკაში მცოცავ ოკუპაციას მაინც რატომ უწყობთ ხელს?

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...