Home » მთავარი » გიორგი გახარია მზად არის ზაზა სალარიძეს შეხვდეს

გიორგი გახარია მზად არის ზაზა სალარიძეს შეხვდეს

გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას, ზაზა სალარიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს. – ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს  ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე დაესწრნენ. გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შინაგან სამქეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე დამატებითი გამოძიებისთვის მას შემდეგ დააბრუნეს, რაც 31 მაისს მოსამართლემ მოკლული მოზარდების საქმეზე  განაჩენი გამოაცხადა.

პროკურატურა სასამართლო განაჩენს არ ეთანხმება და სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულებისა და ბრალდებულების ადვოკატებმაც.

31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ირაკლი შოთაძემ და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნის გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა.

საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...