Home » მთავარი » გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონში ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას! (ვიდეო)

გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონში ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას! (ვიდეო)

ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ ზესტაფონში ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახაბერ მახათაძემ ამომრჩეველს სახლის გადასახურად მასალა გაუგზავნა.

დამოუკიდებელი კანდიდატი ვიდეოსაც ავრცელებს.

როგორც გოგლიჩიძე ამბობს, მას საოლქოში განცხადება შეაქვს კანონდარღვევაზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გიორგი გოგლიჩიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ, რომელიც ზესტაფონში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

გიორგი გოგლიჩიძე იმასაც ამბობს, რომ „ოცნებისგან“ კანდიდატურის მოხსნას მოითხოვს.

Facebook Comments
x

Check Also

“ფრთხილად რძესთან! ფრთხილად ყველთან, მეგობრებო! ამჯერად მხოლოდ ეს იყოს…”

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე -15 წელია , ზუსტად 15 წელია ვმუშაობ ქართული ყველის ისტორიის კვლევაზე , სახეობების ...