Home » მთავარი » გიორგი თევზაძე პარლამენტში ვეტერანთა საკითხთა კომიტეტის შექმნას მოითხოვს

გიორგი თევზაძე პარლამენტში ვეტერანთა საკითხთა კომიტეტის შექმნას მოითხოვს

 უფლებადამცველი, საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე, საქართველოს პარლამეტს მიმართავს წინადადებით და პარლამენტში ვეტერანთა საკითხთა კომიტეტის შექმნას მოითხოვს.

გიორგი თვზაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ვეტერანებზე სათანადოთ ზრუნვა, რაც პირველ რიგში ვეტერანთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაში მდგომარეობს.

-„ როგორც ვეტერანთა ომბუდსმენს, ასევე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ორგანიზაციას- ვეტერანთა ფედერაციას არაერთხელ მოგვიწია მსჯელობა ვეტერანთა სოციალური მდგომარების გაუმჯობესებაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში თუ მედიაში, თუმცა წლების მანძილზე სურათი არსებითად არ იცვლება. შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ რეალობაა, რომ დღეს შევარდნაძის პერიოდის კანონი მოქმედებს შეკვეცილი რედაქციით და ვეტერანებისათვის შემცირებული სოციალური სარგებლის პაკეტით. პარადოქსია, რომ შევარდნაძის პერიოდის ბიუჯეტის პირობებში , უფრო მეტ სარგებელს ითვალისწინებდა ამ დროს მოქმედი კანონი ვეტერანების შესახებ, ვიდრე დღეს, როდესაც ოფიციალური მონაცემებით ბიუჯეტი 20–ჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი. აშკარაა, ვეტერანების მიმართ გამოვლენილია სოციალური უსამართლობა.

ამ უსამართლობის კლასიკური ნიმუშია, ვეტერანების მიმართ წინა ხელისუფრლებების პერიოდში დანიშნული 22 ლარიანი სუბსიდია, რომელიც ამჟამად იმ ვეტერანებსაც მოუხსნეს, რომლებიც საჯარო სამსახურში დაიწყეს მუშაობა. ამ ვითარებაზე მსჯელობაც კი ღიმილის მომგვრელია. ვიმედოვნებ, რომ ახლადარჩეული ხელისუფლება გაცხადებული დაპირებების ფონზე მეტ ყურადრებას და სამართლიან მიდგომებს გამოავლენს ვეტერანების მიმართ ამ და მნიშვნელოვანი საკითხების დროულად გადაწყვეტის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შექმნის ვეტერანთა საკითხთა კომიტეტს ცალკე ერთეულად, რომელსაც მეტი კომუნიკაცია ექნება ვეტერანებთან და ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრო სექტორთან“-ნათქვამია გიორგი თევზაძის მიმართვაში.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of ...