Home » მთავარი » გიორგი ლილუაშვილი: ქვეყნის შეიარაღებული ძალები არაპროფესიონალების ხელში აღმოჩნდა!

გიორგი ლილუაშვილი: ქვეყნის შეიარაღებული ძალები არაპროფესიონალების ხელში აღმოჩნდა!

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტია “საქართველო”-ს თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალებიდან უკანონოდ დათხოვნილია ათასობით პროფესიონალი კადრის ოფიცერი, გაურკვეველია ბევრი ოფიცრის სტატუსი.

-„სამწუხაროა როდესაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები არაპროფესიონალების ხელში აღმოჩნდა, თუნდაც ის გარემოება, რომ თავდაცვის მინისტრები ცვლიან საკუთარი ფანტაზიისამებრ და არ ასრულებენ ძალაში შესულ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არ ასრულებენ საქართველოს მთავარსარდლის ბრძანებულებებს, მარტო ერთი ბრძნება, რომელიც სასამართლომ ბათილად სცნო, 521 ოფიცერს შეეხო და ისინი სათანადოდ უნდა აღდგენილიყვნენ, მიცემოდათ კომპესაციები, თუმცა ეს არ მოხდა. უფრო მეტიც, საერთოდ გააუქმეს და აღარ არსებობს ისეთი წამყვანი სამხედრო პროფესიები, როგორიცაა სამხედრო ექიმის და სამხედრო იურისტის მცნებები და პროფესია.

თავდაცვის სამინისტროს შიდა უწყებებს არ გააჩნიათ ურთიერთთანამშრომლობის ელემენტები, მაგალითისათვის ფინანსების მართვის დეპარტამენტს ხელი არ მიუწვდება თურმე დათხოვნილი ოფიცრების სტატისტიკურ მონაცემებზე, რის გამოც ვერ მოხერხდა თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის #493 ბრძანებულებით გათვალისწინებული ფულადი კომპესაციების გაცემა დათხოვნილი ოფიცრებისათვის, ჩვენი დაანგარიშებით აღნიშნული კომპესაციების რაოდენობა მილიარდ ლარზე მეტია, ამავე დროს მინდა საზოგადოებას ვამცნოთ, რომ აღნიშნული ბრძანებულებით ისარგებლეს გარკვეულმა ოფიცრებმა და არა ერთხელ, თავდაცვის სამინისტროსათვის უცნობია თუ საიდან გაიცა ეს თანხები. ყოველივე ეს განპირობებულია არაპროფესიონალი თუ მოღალატეობრივი მოქმედებებით სახელმწიფოს პირველი პირებიდან, როდესაც შეიარაღებული ძალებიდან უკანონოდ დათხოვნილია ათასობით პროფესიონალი კადრის ოფიცერი, გაურკვეველია ბევრი ოფიცრის სტატუსი, მათ შორის ჩემიც. დღემდე ვერ გავარკვიე მე, გიორგი ლილუაშვილი ვირიცხები საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში თუ არა. თავდაცვის სამინისტროს იმის უნარიც კი არ შესწევს ცნობა გასცეს ჩემი შეიარაღებული ძალებში მსახურის. (აღნიშნული ცნობის გაცემასთან დაკავშირებით რამოდენიმე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელიც ტრაგიკომედიას წააგავდა, სასამართლოები თავდაცვის სამინისტრო დაჟინებული მოთხოვნით შუა წარმოებიდან უარს აცხადებდნენ და წარმოებას წყვეტდნენ.) მაშინ სად მიდის ეს თანხები ვის ჯიბეში ილექება ჩვენი ქართველი ხალხის სიმწრით გადახდილი გადასახადები?

როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ასე შემდეგ, რომლებსაც არ უმსახურიათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, არ განუცდიათ საკუთარ კისერზე ჯარისკაცის ხვედრი, საუბრობდნენ და აშენებდნენ ქართულ ჯარს?“

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...