Home » მთავარი » გიორგი მარგველაშვილი სოლიდარობას უცხადებს გერმანელ ერს

გიორგი მარგველაშვილი სოლიდარობას უცხადებს გერმანელ ერს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანაგრძნობას გამოხატავს მიუნხენში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს  გერმანელ ერს.

,,ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ.
ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს” – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...