Home » მთავარი » გიორგი მუხიგულაშვილი: ვიწყებ იმ დიდი კორუფციული და ჯოჯოხეთური სტრუქტურის გამოაშკარავება, როგორიც არის ჯანდაცვის სამინისტრო

გიორგი მუხიგულაშვილი: ვიწყებ იმ დიდი კორუფციული და ჯოჯოხეთური სტრუქტურის გამოაშკარავება, როგორიც არის ჯანდაცვის სამინისტრო

უფლებადამცველმა გიორგი მუხიგულაშვილმა დაზარალებულ პაციენტებტან ერთად ამ რამდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. დღეს კი საჯარო განცხადება გაავრცელა და ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

-„მოგეხსენებათ „ოცნების“ მთავარი კოზირი საარჩევნოდ საყოველთაო ჯანდაცვაა, რასაც მოჰყვა უამრავი ადამიანის როგორც გამოჯანმრთელება, ასევე დაღუპვა. მოგეხსენებათ არც ერთ ადამიანს არ მოუგია საავადმყოფოსთან დავა, არც ერთი ექიმი არ მიცემულა პასუხისგებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში!  ნუთუ ასეთი მაღალი დონეა ჯანდაცვის სფეროში?? მინდა დავიწყო იმ დიდი კორუფციული და ჯოჯოხეთური სტრუქტურის გამოაშკარავება, როგორიც არის “ჯანდაცვის სამინისტრო “,  სამინისტრო, სადაც კორუფცია ბუდობს , სამინისტრო, სადაც ადამიანი სამართალს ვერ პოულობს ,  სადაც ინვალიდობის ცნობა 3000 ლარად კეთდებოდა ან და კიდევ  კეთდება . სერგეენკო მინისტრი რომ გახდა მაშინ შეეტყო ის, რომ კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა, რადგან მან უარი თქვა კორუფციის მოსპობაზე ჯანდაცვის სფეროში. მან უარი თქვა ამავე სამინისტროს კორუფციის ფუძემდებელ გია თვალავაძის მოხსნაზე და მხოლოდ თვალავაძის მოადგილე გაათავისუფლა,  ვინმე გოგი ბეჟანიშვილი, რომელიც მოქალაქეებს 3000 ლარის სანაცვლოდ ტყუილად აძლევდა ინვალიდობის ცნობებს, რის შედეგადაც ის პიროვნებები პენსიას იღებდნენ .

თვალავაძეს ასევე ადრეც დაუჭირეს მოადგილე ზაზა კოპლატაძე, ისიც ქრთამის აღებაზე და ახლა თელავის ევექსის დირექტორად დაანიშნინა, რა ვქნა, ძმაო, შენ შეგაწმინდე ხელები და სამსახურიც გიშოვე სულ მშრალზე რომ არ დარჩენილიყავიო. ჯანდაცვაში არსებული სამედიცინო რეგურილების სააგენტო …

თვალავაძის კანტორა ასევე კურირებს საავადმყოფოების ნებართვებს, სადაც ამბობენ დიდი ფული იშოვებაო. ავიღოთ პავლოვზე მდებარე ინფექციური ე. წ. კურტანიძის სასაკლაო, სადაც ჯანმრთელი ადამიანი რომ შევიდეს, ავადმყოფის მოსანახულებლად, თვითონაც დაავადებული გამოვა, მაგრამ სააგენტო დუმს! იმასაც ამბობენ, კურტანიძე და ოქრიაშვილი მთავარი საყრდენია თვალავაძესი და აბა გია კურტანიძეს როგორ დააჯარიმებსო ,მაგრამ ჩვენ გვახსოვს თვალავაძის ოინები ივანიშვილის საავადმყოფოზე განხორციელებული რეკეტები არჩევნებამდე, სადაც სერგეენკო იყო დირექტორი, თვალავაძემ დარაზმა თავისი ზონდერები და ივანიშვილის საავადმყოფო 83.000 ლარად დააჯარიმა, მაგრამ როგორც სჩანს, კურსელობა უფრო ჭრის თვალავაძესა და სერგეენკოს შორის, ვიდრე ივანიშვილის მადლი სერგეენკოსადმი „-აცხადებს მუხიგულაშვილი.

მუხიგულაშვილის ბრალდებებზე  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, გია თვალავაძე ამბობს, რომ ეს აბსურდია და მოკლე კომენტარით იფარგლება:

      -ყველაზე კორექტულად (!) ამ ბრალდებას შეიძლება ვუწოდო სრული სისულელე და უაზრობა. წესით როგორ კომენტარსაც იმსახურებენ, იმას ვერ ვაკადრებ ვერც საზოგადოებას და ვერც თქვენ! ეს არის ჩემი შეფასებაც და კომენტარიც“-ამბობს თვალავაძე.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...