Home » მთავარი » გიორგი ტყემალაძემ ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე გაამახვილა

გიორგი ტყემალაძემ ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე გაამახვილა

ვარკეთილის, ორხევის, ლილოს, აეროპორტის დასახლებებისა და სოფელ წინუბაბის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან ერთად შეხვდა.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ურბანული განვითარება, მწვანე ზონების რეაბილიტაცია და მოვლა, მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლება, ახალი სამარშუტო ხაზების დამატება, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება.

თავად მაჟორიტარმა კი ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მისთვის, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილისთვის ცნობილია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც აქვთ ადგილობრივებს და დასძინა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი ამომრჩევლის წინადადებებს პრიორიტეტულ საკითხებად აქცევს.

ტყელამაძემ მაჟორიტარის რანგში მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყო და ამბობს, რომ ასეთი შეხვედრებით ის მოსახლეობისგან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ ვრცელ ინფორმაციას აღებს და  აღნიშნული საკითხების გადაჭრის გზებზე ერთად მსჯელობენ.

Facebook Comments
x

Check Also

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობის ...