You are here
გიორგი ქობულიას მიდგომები, ხედვები და  ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეკონომიკა მთავარი 

გიორგი ქობულიას მიდგომები, ხედვები და ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია. საგარეო უწყებას კი დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ის 18 წლის განმავლობაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდა და მისი გამოცდილება საქართველოს გამოადგება.

-ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, აქ სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია, აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება.

ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არა მარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა ერთადერთია და საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს რაიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია. სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში. აგრეთვე, ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ამასთან, დიდი ყურადღება დაეთმობა კერძო ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. აქაც ჩვენ ვგეგმავთ ინვესტორების მოზიდვას. რა თქმა უნდა, ორივე პროგრამა რაიონების განვითარებასთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ამისათვის დავგეგმავთ სერიოზულ ინსტრუმენტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს შესრულდეს ის, რასაც ჩვენ დავგეგმავთ,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments

comments

Related posts