Home » მთავარი » გიორგი ჩითარიშვილი: “რესპუბლიკელებს” ყველაზე მეტად გოგიჩაიშვილის კანდიდატურის შეეშინდათ!

გიორგი ჩითარიშვილი: “რესპუბლიკელებს” ყველაზე მეტად გოგიჩაიშვილის კანდიდატურის შეეშინდათ!

გიორგი ჩითარიშვილი

ყოფილი თანასწორობის ინსტიტუტის წევრი
-„ისე… ლევანი რომ ციხეში იჯდა და რეჟიმს ებრძოდა, რესპებო, თქვენ ,,ოფისში,, ცივი ყავის სმით იყავით დაკავებულები…
მინდა დაგამშვიდოთ, რესპებო, რომ მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე წააგებს ლევან გოგიჩაიშვილთან არჩევნებს , თან საკმაოდ დიდი პროცენტული სხვაობით.
იცი რა სხვაობაა გოგიჩაიშვილსა და რესპუბლიკელებს შორის? მთელი ეს პერიოდი ყველა მეკითხებოდა, როდის დაიყენებდა ,,ქართული ოცნება” გოგიჩაიშვილის მსგავს ღირსეულ სახეს გვერდში და როდის ჩამოიშორებდა ,,რესპუბლიკელებს ”
რესპუბლიკელები ერთი-ერთში სააკაშვილის სიტყვებს იმეორებენ.
ლევან ბერძენიშვილს რაღაც ,,ცუდად” მოუხსენებია ყოფილი პოლიტპატიმარი და ამჟამად ,,ქართული ოცნების ,, კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი !
ახლა კარგად მომისმინე , ბატონო ბერძენიშვილო (უფროს ადამიანებს თქვენობით მივმართავ ხოლმე და შენს შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებ), ჩემთვის, ჩემი თანამებრძოლებისთვის, ყოფილი პოლიტპატიმრებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გამოირჩეოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლით, ლევან გოგიჩაიშვილის დასახელება , ლევანის არსებობა პოლიტიკურ სივრცეში არის ძალიან ძვირფასი და საამაყო !
შე კაიკაცო , გოგიჩაიშვილი თუ აქამდე ვაჟკაცი, წესიერი და სამართლიანობისთვის მებრძოლის სახე იყო, ასე , ერთ წამში, როგორც კი დაასახელეს, ასე სწრაფ ტემპებში გახდა ,,ყაჩაღი” ?
მაშინ ყველა ის ადამიანი , ვინც ლევანის მსგავსად მხოლოდ იმ მიზეზით ვიყავით დაკავებულები რომ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძოდით, ჩვენც ,,ყაჩაღები,, ვართ !
მიხარია და ყოველთვის ვიამაყებ , რომ ვიდექი ისეთი ადამიანის გვერდით, როგორიც ლევან გოგიჩაიშვილია ! ვიამაყებ, რომ ლევან გოგიჩაიშვილი იყო ის ,,გამბედავი ” ადამიანი, ვისმა შემართებამაც ,,ჩემნაირ” ახალგაზრდებს მისცა სტიმული ბრძოლისუნარიანობის განცდა გაგვჩენოდა !
მე მისაუბრია შენთან.. გვქონია საუბრები.. ცოტა გამიკვირდა კიდეც.. ასე როგორ უნდა დაეცე ადამიანი, რომ ლევან გოგიჩაიშვილზე ასეთები ისაუბრო !
მისი პოლიტპატიმრობის პერიოდში ლევან გოგიჩაიშვილთან შესულები იყვნენ ევროკომისარი და ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო თანამდებობის პირები !
ყაჩაღებთან ასეთი ხალხი არ დადის და არ ინტერესდება მათი საქმეებით !
ეს ჩემზე უკეთ იცით რესპუბლიკურმა პარტიამ, ჩემზე უკეთესად იცით რომ გოგიჩაიშვილი გამორჩეულად ღირსეული პიროვნებაა. მესმის რომ პოლიტიკაა და თქვენნაირ უსინდისო პოლიტიკოსებს სჩვევიათ ,,ყველაფრის ,,თქმა , მაგრამ მთლად ეს ქვეყანა ჩალით ხომ არ არის მოფენილი. სირცხვილია.
მეც ,,დანაჭერი,, ვარ და ვამაყობ ამით !

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...