Home » F-vews » “გირჩზე“ უფრო უკეთესად ვინ უნდა გითხრას რა უნდა მტერს?..“

“გირჩზე“ უფრო უკეთესად ვინ უნდა გითხრას რა უნდა მტერს?..“

F-news

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დეპუტატი

ბევრი ვიფიქრე და მივხვდი,რომ ჯაფარიძე და “გირჩის” მთელი შემადგენლობა სალოსები არიან.
ისინი მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად იქცევიან როგორც სულელები.

მათზე უფრო უკეთესად ვინ უნდა გითხრას რა უნდა მტერს??

საქართველო უნდა იქცეს გემბლინგის, პროსტიტუციის, ლეგალიზებული ნარკოტიკების, ურელიგიო, უტრადიციო, არალეგალი მიგრანტებისთვის ღია ქვეყანა,სადაც მიწები მათ თავისუფლად უნდა იყიდონ გაღატაკებული ქართველებისგან, ხოლო ეს რომ მოხდეს,სახელმწიფო ამ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს,პირიქით,ხელი უნდა შეუწყოს მათ.

ამავე დროს,ქართველები არ უნდა გამრავლდნენ,რათა დედამიწას დემოგრაფიული პრობლემები არ შეუქმნან.
აბა,რა ჩინელებს და ირანელებს სასიცოცხლო სივრცე სჭირდებათ.

როცა ამის შედეგად ქართველები საქართველოში უმცირესობაში აღმოჩნდებიან და ახალი უმრავლესობა მათ იგივეს დამართებს,რაც აფხაზეთში,ცხინვალში,მანამდე სამცხე- ჯავახეთში და ქვემო ქართლში უქნა-რა პრობლემაა? ეს ხომ თავისუფალი ბაზრისა და ევოლუციის შედეგია.

თანაც ამას ღიად ამბობენ და ამისათვის შემკვეთებსაც ფულს ართმევენ.

მართლაც დიდი მოხერხება უნდა ამ ყველაფერს.

მეორე რამესაც მივხვდი დიდი ტანჯვის მერე.

ჩვენი სახელოვანი მედია საქმის კურსშია. სწორედ ამიტომ იწვევენ მათ ეთერებში. გვაფრთხილებენ,თანაც მტერს ატყუებენ. აბა,მართლა გეგონათ,რომ ამ ერთ ბეწო ქვეყანაში ამდენი თახსირი,სამშობლოს მოღალატე და საკუთარი ხალხისა და თვის შთამომავლის გადაშენება-ამოწყვეტის მოსურნეა?

არ დაიჯეროთ, ეს შეუძლებელია…

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...