Home » მთავარი » „გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს

„გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარის პოსზე მან ზურაბ ჯაფარიძე შეცვალა.

პარტიის დღევანდელი ყრილობა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.  ყრილობა მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. სტუმრებს კი სტუმრებს კი მწვადით გაუმასპინძლდნენ.

პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ შეკრებილ სტუმრებს მიმართა. ხვიჩიას თქმით, დღეს ჯობია გაერთონ, პოლიტიკურ გეგმებზე კი მაშინ იმსჯელებენ, როცა ამის განწყობა ექნებათ.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს სარევიზიო კომისიისა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.

„პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ.

პარტია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა, სადამფუძნებლო ყრილობა იმავე წლის 16 აპრილს ჩატარდა.

„გირჩის“ ლიდერი დაფუძნებიდან დღემდე ზურაბ ჯაფარიძე იყო.

 

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...