Home » მთავარი » “გირჩის” წევრები საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს

“გირჩის” წევრები საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს

იპოდრომის ტერიტორიაზე პოლიტიკური პარტია “გირჩი” საპროტესტო აქციას მართავდა, როდესაც სამართალდამცავებმა მათ ადმინისტრაციული წესრიგის დარღვევის გამო 3000-3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციელების გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ისინი “ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის”  ბრალდებით  ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მოსეირნე ხალხს აჯარიმებენ. თან აქ ვერ დაგაჯარიმებთ, მშვიდ გარემოში უნდა გადაგიყვანოთო”

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები ყოფილ იპოდრომის ტერიტორიაზე  საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპროტესტებდნენ. „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს განცხადებით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს და „ექიმებიც პოლიტიკური შოუსთვის არიან გამოყენებული“.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...