Home » ეკონომიკა » გირჩი თავის კრიპტოვალუტას ქმნის

გირჩი თავის კრიპტოვალუტას ქმნის

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” თავის კრიპტოვალუტასაც ქმნის. პარტია ამ გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვას გეგმავს.

პარტიაში აცხადებენ, რომ შექმნილ კრიპტოვალუტას თანაბრად დაურიგებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, პარტიის გეგმაა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პლატფორმის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ბლოკ-ჩეინის ტექნოლოგიაზე.

“გირჩისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია არსებობის ისტორიაში, რადგან ასე ერთდროულად ვწყვეტთ რამდენიმე ამოცანას: სახელმწიფოს მიერ მითვისებული აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნებასა და სახელმწიფოს ხელში არსებული მონეტარული პოლიტიკის ბერკეტების გაუვნებელყოფას”, – ამბობენ პარტიაში.

 

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...